"ეს დღე შეგვახსენებს თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება და შეგვახსენებს, რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა" - კვირის პალიტრა

"ეს დღე შეგვახსენებს თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება და შეგვახსენებს, რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა"

ეს დღე ჩვენ შეგვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება და შეგვახსენებს იმას,რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 9 აპრილის მემორიალთან განუცხადა.

კობახიძის შეფასებით, გმირების ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, რომ მათ მონაპოვარს გავუფრთხილდეთ.

„დღეს პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს, მათ ხსოვნას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ტრაგიკული დღე, ძალიან მძიმედ გვახსოვს. გარდა ამისა, ეს დღე ჩვენ შეგვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება და შეგვახსენებს იმას,რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა. სწორედ ამ გმირების, მათი ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს, ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.