"ერთხელ მამამ მიშას უთხრა, რა რთული ცხოვრება გაქვს,საერთოდ როგორ იღიმიო?" - ვინ არის სააკაშვილის ცნობილი სიმამრი და რატომ აბრალებდნენ რუსეთთან კავშირს? (ფოტოები) - კვირის პალიტრა

"ერთხელ მამამ მიშას უთხრა, რა რთული ცხოვრება გაქვს,საერთოდ როგორ იღიმიო?" - ვინ არის სააკაშვილის ცნობილი სიმამრი და რატომ აბრალებდნენ რუსეთთან კავშირს? (ფოტოები)

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­მამ­რი უნდა გა­გაც­ნოთ, ალექ­სი ან­დრე­ე­ვიჩ იას­კო, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე, ეროვ­ნუ­ლი ან­სამ­ბლის "კი­ე­ვის კა­მე­რა­ტას“ დი­რექ­ტო­რი, უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი და მრა­ვა­ლი პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ლი­ზას დე­დის შე­სა­ხებ მა­სა­ლე­ბი თით­ქმის არ მო­ი­პო­ვე­ბა, დე­დის ვი­ნა­ო­ბა არ­ცერთ მის ოფი­ცი­ა­ლურ თუ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის. შემ­თხვე­ვი­თია თუ არა ეს, არა­ვინ იცის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ინ­ტერ­ნეტ­ში ცნო­ბე­ბი მისი დედ-მა­მის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან მწი­რია. გარ­და ამი­სა, უც­ნო­ბია, ჰყავს თუ არა და-ძმე­ბი.

2019 წელს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ლიზა იას­კოს მა­მას ადა­ნა­შა­უ­ლებ­და რუ­სეთ­თან კავ­შირ­ში და წერ­და, რომ ის არის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ფონ­დი­სა: "რუ­სუ­ლი მუ­სი­კა და კულ­ტუ­რა". ამ თე­მა­ზე დას­მულ შე­კი­თხვას დე­პუ­ტატ­მა (ლიზა იას­კომ) უპა­სუ­ხა: "ეს ფონ­დი მა­მა­მის­მა და­ა­არ­სა 2008 წელს, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ რუ­სე­თი ყი­რი­მის ანექ­სი­ას მო­ახ­დენ­და...".

ალექ­სი იას­კოს გას­ტრო­ლე­ბით შე­მოვ­ლი­ლი აქვს მსოფ­ლი­ოს 60-ზე მეტი ქვე­ყა­ნა. 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ორ­კესტრის კომ­პა­ნის­ტად, ფი­ლარ­მო­ნი­ის სო­ლის­ტად და კუნ­ძულ კრე­ტა­ზე (სა­ბერ­ძნე­თი) კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პრო­ფეს­ო­რად. ალექ­სი იას­კო სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. უც­ნო­ბია, ნამ­ყო­ფია თუ არა სი­ძის სამ­შობ­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ის ექ­სპრე­ზი­დენტს კარ­გად იც­ნობს. ჯერ კი­დევ 2020 წლის ივ­ლის­ში ლი­ზას მა­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ სიძე-სი­მამ­რი ერ­თად უზის გაშ­ლილ სუფ­რას.

misha3-1649497811.jpg

ოქ­ტომ­ბერ­ში ლიზა იას­კომ GORDON-ის მთა­ვარ რე­დაქ­ტორ ალეს ბატსმანს ინ­ტერ­ვი­უ­ში მშობ­ლე­ბი­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ისა­უბ­რა:

"ერთხელ მა­მა­ჩემ­მა მი­შას უთხრა: "ღმერ­თო, შენ რა რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა გაქვს... სა­ერ­თოდ, რო­გორ იღი­მიო?". იას­კომ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ რო­დე­საც მან სა­ა­კაშ­ვი­ლი მშობ­ლებს გა­აც­ნო, მათ "სხვა­დას­ხვა რე­აქ­ცია ჰქონ­დათ", მათ შო­რის იყო შიში.

misha2-1649497811.jpg

"ჩემს მშობ­ლებს, რა თქმა უნდა, ჰქონ­დათ შეშ­ფო­თე­ბა, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­მი­ცხა­დეს. ისი­ნი მას დიდ პა­ტივს სცე­მენ, ფიქ­რო­ბენ, რომ, ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ადა­მი­ა­ნია. რა თქმა უნდა, ასეთ ადა­მი­ან­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა არ იქ­ნე­ბა მშვი­დი და უპ­რობ­ლე­მო“, - გა­ნა­ცხა­და დე­პუ­ტატ­მა. (გაგრძელება)