"ევროპამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ლოდინი და ეჭვის შეტანა იმაში, სჭირდება თუ არა უკრაინას იარაღი" - კვირის პალიტრა

"ევროპამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ლოდინი და ეჭვის შეტანა იმაში, სჭირდება თუ არა უკრაინას იარაღი"

ევროპამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ლოდინი და ეჭვის შეტანა იმაში, სჭირდება თუ არა უკრაინას იარაღი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ უკვე დაამტკიცა, რომ მას შეუძლია თავისუფლების დაცვა.

„სიკვდილის, სისხლისა და სიძულვილის 44 დღეს, რომელიც რუსეთმა მოიტანა უკრაინის მიწაზე, უკრაინამ დაამტკიცა, რომ იცის, როგორ დაიცვას თავისუფლება. რუსეთმა დაამტკიცა, რომ „რუსულ ნაციზმს“ აქვს ღრმა ანტიჰუმანური საფუძველი და ყოველთვის სრულდება მასობრივი მკვლელობებით. ევროპამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ლოდინი და დაეჭვება, სჭირდება თუ არა უკრაინას იარაღი“,- განაცხადა პოდოლიაკმა.