"მდიდარ ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ ყალბი პირები ან ანონიმური ყალბი კომპანიები თავისი აქტივების დასაფარად" - კვირის პალიტრა

"მდიდარ ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ ყალბი პირები ან ანონიმური ყალბი კომპანიები თავისი აქტივების დასაფარად"

ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებმა დაახლოებით 30 მილიარდი ევროს ოდენობის აქტივები გაყინეს. ამის შესახებ „როიტერსი“ ინფორმაციას ევროპულ კომისიაზე დაყრდნობით იუწყება.

„გაყინულის აქტივების მთლიანი თანხა 29.5 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელიც მოიცავს საბანკო ანგარიშებს, ნავებს, ვერტმფრენებს, უძრავ ქონებას და ხელოვნების ნიმუშებს. გარდა ამისა, დაბლოკილია 196 მილიარდი ევროს ტრანზაქციები“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ევროკავშირში რუსი ოლიგარქების აქტივების საერთო თანხა, ჯერჯერობით, უცნობია, ვინაიდან ისინი არსებულ ქონებას მალავენ.

"მდიდარ ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ ყალბი პირები ან ანონიმური ყალბი კომპანიები თავისი აქტივების დასაფარად, რაც ძალიან ართულებს მათ იდენტიფიცირებას, განსაკუთრებით იმ იურისდიქციებში, სადაც სუსტი წესებია კომპანიის მფლობელ ბენეფიციარებთან მიმართებით. მხოლოდ ნიდერლანდებში დათვალეს, რომ ქვეყანაში არსებული აქტივები 27 მილიარდ ევროს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.