ბორის ჯონსონი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა.
ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის უკრაინაში ვიზიტი ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირი შეხვედრით დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ანდრეი სიბიგა ავრცელებს.