"9 აპრილი ასე დაგვებედა" - ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი დაიღუპა
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი დაიღუპა და დაიჭრა 5. ამის შესახებ ის "ფეისბუქზე" წერს.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
"9 აპრილი ასე დაგვებედა. 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა" - წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი ოქრუაშვილი.