"ისინი ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი სამმა მათგანმა სექსუალურად იძალადა" - რუსთავში ახალგაზრდა ქალის გატაცება-გაუპატიურების ბრალდებით 4 მამაკაცი დააკავეს - კვირის პალიტრა

"ისინი ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი სამმა მათგანმა სექსუალურად იძალადა" - რუსთავში ახალგაზრდა ქალის გატაცება-გაუპატიურების ბრალდებით 4 მამაკაცი დააკავეს

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინფო რუს­თა­ვის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გვი­ან ღა­მით 35 წლამ­დე ქალი ფო­ნი­ჭა­ლა-რუს­თა­ვის გზატ­კე­ცილ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა სამ­მა მა­მა­კაც­მა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩას­ვა და რუს­თავ­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის მიმ­დე­ბა­რედ, მდი­ნა­რე მტკვრის სა­ნა­პი­რო­ზე სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლის მო­სა­პო­ვე­ბელ კა­რი­ერ­თან მი­იყ­ვა­ნეს.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ სამ მა­მა­კაცს კი­დევ ერთი პი­როვ­ნე­ბა შე­უ­ერ­თდა, რო­მე­ლიც კა­რი­ე­რის დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლად იყო და­საქ­მე­ბუ­ლი.

"ოთხი­ვე მათ­გა­ნი ახალ­გაზ­რდა ქალს ჯერ ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, შემ­დეგ კი სამ­მა კაც­მა მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და. გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო კა­რი­ე­რის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მაც", - წერს გა­მო­ცე­მა.

ახალ­გაზ­რდა ქალ­მა ფი­ზი­კუ­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა და მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს აც­ნო­ბა. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ოთხი­ვე პირი და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ი­მარ­თა და მო­სა­მარ­თლე მა­დო­ნა მა­ი­სუ­რა­ძემ ოთხი­ვეს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 2 თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის, თი­ნა­თის სტუ­რუ­ას გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან სამ პირს ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით და 137 მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, რაც წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თა­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ხოლო მე­ო­თხე პირს ბრა­ლად ედე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თა.

წყარო