ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი ერთ მილიარდ ევროს გამოუყოფს უკრაინას და ომისგან გაქცეული ლტოლვილების მიმღებ ქვეყნებს - კვირის პალიტრა

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი ერთ მილიარდ ევროს გამოუყოფს უკრაინას და ომისგან გაქცეული ლტოლვილების მიმღებ ქვეყნებს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი ერთ მილიარდ ევროს გამოუყოფს უკრაინას და ომისგან გაქცეული ლტოლვილების მიმღებ ქვეყნებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა დღეს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ გლობალურ ღონისძიებაზე - „დადექი უკრაინისთვის“ განაცხადა.

„600 მილიონი ევრო წავა უკრაინაში, უკრაინის ხელისუფლებაში და ნაწილობრივ გაეროში. 400 მილიონი ევრო წავა ფრონტის ხაზის ქვეყნებში, რომლებიც აკეთებენ ასეთ გამორჩეულ საქმეს და ეხმარებიან ლტოლვილებს, რომლებიც ჩამოდიან,” - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.