"დღეს მე შევხვდი ჩემს მეგობარ ზელენსკის კიევში - ჩვენ ვადგენთ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს" - კვირის პალიტრა

"დღეს მე შევხვდი ჩემს მეგობარ ზელენსკის კიევში - ჩვენ ვადგენთ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს"

დღეს მე შევხვდი ჩემს მეგობარ პრეზიდენტ ზელენსკის კიევში, უკრაინელი ხალხისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერის საჩვენებლად, - ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაწერა.

„ჩვენ ვადგენთ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას უკრაინის ბრძოლისადმი რუსეთის ბარბაროსული კამპანიის წინააღმდეგ“, - დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა.

ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, ჯონსონისა და ზელენსკის შეხვედრა კიევში გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გაიმართა.