"ის იყო საიმედო და ძალიან გამოცდილი მეწყვილე" - ვინ არის უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი და რას ჰყვება მასზე მეგობარი? - კვირის პალიტრა

"ის იყო საიმედო და ძალიან გამოცდილი მეწყვილე" - ვინ არის უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი და რას ჰყვება მასზე მეგობარი?

უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბი ხარ­კო­ვის ოლ­ქთან, იზი­უმ­თან სა­არ­ტი­ლე­რიო იე­რი­შის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი არ იყ­ვნენ მო­ხა­ლი­სე­ე­ბი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ორი­ვე გა­მოც­დი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე იყო და 2014 წლი­დან იბ­რძოდ­ნენ უკ­რა­ი­ნა­ში. თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის ცნო­ბით, ერთ-ერთი ნაღ­მზე აფეთ­ქდა.

უკვე ცნო­ბი­ლი ხდე­ბა ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლის ვი­ნა­ო­ბა - ის და­ვით მე­ნაბ­დიშ­ვი­ლია. მისი მე­გობ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით ყო­ფი­ლი სპეც­რაზ­მე­ლი იყო.

"ძა­ლი­ან მძი­მეა ყო­ვე­ლი დღე... და­ვით ერთ-ერთ საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის დროს და­ი­ღუ­პა. ის იყო სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტი, მას ჰქონ­და დიდი საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა. და­ვი­თი და მე არა­ერთ ოპე­რა­ცი­ა­ში ვი­ღებ­დით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ის ერთ-ერთ სა­ი­მე­დო მე­წყვი­ლე იყო. ის იყო ყო­ველ­თვის დიდი იმე­დი ჩვენ­თვის. და­ვი­თი 2014 წლი­დან 2018 წლამ­დე იყო უკ­რა­ი­ნა­ში, შემ­დეგ დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. რო­გორც კი ომი და­ი­წყო და­ვი­თი უკვე ჩა­ერ­თო ოპე­რა­ცი­ებ­ში" - ამ­ბობს და­ღუ­პუ­ლის თა­ნა­მებ­რძო­ლი და მე­გო­ბა­რი "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის დროს და­ღუ­პუ­ლი 3 ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი - და­ვით გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი, გია ბე­რი­აშ­ვი­ლი და და­ვით რა­ტი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ას­ვე­ნეს. ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა მა­რი­უ­პო­ლი­დან ბახ­ვა ჩი­ქო­ბა­ვას ცხედ­რის ჩა­მოს­ვე­ნე­ბა. (წყარო)