"ეს ომი ბრძოლის ველზე იქნება მოგებული, დამატებითი 500 მლნ ევრო გზაშია - იარაღის მიწოდება უკრაინის საჭიროებებზე იქნება მორგებული" - კვირის პალიტრა

"ეს ომი ბრძოლის ველზე იქნება მოგებული, დამატებითი 500 მლნ ევრო გზაშია - იარაღის მიწოდება უკრაინის საჭიროებებზე იქნება მორგებული"

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინიდან მკაფიო სიით ბრუნდება, რაც უნდა გააკეთოს. მან 4 პუნქტიანი სია „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

1.ეს ომი ბრძოლის ველზე იქნება მოგებული. დამატებითი 500 მილიონი ევრო ევროპის სამშვიდობო ფონდიდან (EPF) გზაშია. იარაღის მიწოდება უკრაინის საჭიროებებზე იქნება მორგებული.

2.ომის დანაშაულები: კრამატორსკში რუსეთის სასტიკი თავდასხმა დაუცველ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კვლავ აჩვენებს კრემლის სრულ უპატივცემულობას ადამიანის სიცოცხლის მიმართ. ეს მხოლოდ გაზრდის ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ხვალ შევხვდები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს და განვიხილავ მორგებულ მხარდაჭერას, მათ შორის ევროკავშირის საკონსულტაციო მისიას (EUAM) უკრაინაში.

3.ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. ჩვენ უკვე დავუწესეთ მძიმე სანქციები, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს ენერგეტიკის სექტორში, ნავთობის ჩათვლით.

4.ორშაბათს, ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC), რათა განვიხილო შემდეგი ნაბიჯები.

გარდა ამისა, ბორელმა "ტვიტერში“ ისიც აღნიშნა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და კიდევ უფრო ძლიერი გახდება.

„ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდში დგომას ყოველ ნაბიჯზე. Слава Україні!“- დაწერა მან.