უკრაინასა და რუსეთს შორის დღეს ტყვეების გაცვლა მოხდა - კვირის პალიტრა

უკრაინასა და რუსეთს შორის დღეს ტყვეების გაცვლა მოხდა

უკრაინასა და რუსეთს შორის დღეს ტყვეების გაცვლა მოხდა, რის შედეგადაც 12 ჯარისკაცი და 14 მშვიდობიანი მოქალაქე ბრუნდება სახლში, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ აქვეყნებს. ვერეშჩუკის თქმით, კიევსა და მოსკოვს შორის ეს რიგით მესამე ასეთი გაცვლაა ომის დაწყების შემდეგ.

მან არ დააკონკრეტა შეთანხმების ფარგლებში თუ რამდენი რუსი გაათავისუფლა უკრაინულმა მხარემ.