უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ოფიციალურად წყვეტს - კვირის პალიტრა

უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ოფიციალურად წყვეტს

უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"უკრაინა აწესებს სრულ ემბარგოს რუსეთიდან საქონლის იმპორტზე. დღეს ჩვენ ოფიციალურად დავაფიქსირეთ აგრესორ სახელმწიფოსთან ვაჭრობის სრული შეწყვეტა. ამიერიდან ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსული პროდუქციის შემოტანა შეუძლებელია. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ დღეს მიიღო“, - განაცხადა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ.

მისი განმარტებით, რუსული იმპორტის აკრძალვა რუსეთის ფედერაციაში ყოველწლიურ სავალუტო შემოსავალს 6 მილიარდი დოლარით შეამცირებს.

"რუსული იმპორტის აკრძალვა დაბლოკავს მინიმუმ 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყოველწლიურ შემოსავალს. ეს ნიშნავს, რომ მტრის ბიუჯეტი არ მიიღებს ამ თანხებს, ის ვერ გამოიყენებს მათ ომის დასაფინანსებლად. ჩვენ დღეს ეს იურიდიულად დავაფიქსირეთ, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით“, – განაცხადა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ.

"ინტერპრესნიუსი"