"მას ჰქონ­და დიდი საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა. ის იყო ყო­ველ­თვის დიდი იმე­დი ჩვენ­თვის" - ვინ არის უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი? - კვირის პალიტრა

"მას ჰქონ­და დიდი საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა. ის იყო ყო­ველ­თვის დიდი იმე­დი ჩვენ­თვის" - ვინ არის უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი?

უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბი ხარ­კო­ვის ოლ­ქთან, იზი­უმ­თან და­ი­ღუპ­ნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი არ იყ­ვნენ მო­ხა­ლი­სე­ე­ბი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ორი­ვე გა­მოც­დი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე იყო და 2014 წლი­დან იბ­რძოდ­ნენ უკ­რა­ი­ნა­ში. თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის ცნო­ბით, ერთ-ერთი ნაღ­მზე აფეთ­ქდა.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი ლაშა ბე­რუ­ლა­ვა წერს, ერთ ერთი გარ­დაც­ვლი­ლი ნიკა შა­ნა­ვაა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ძმას­თან ერ­თად იბ­რძო­და:

"ნიკა შა­ნა­ვა, უკ­რა­ი­ნა­ში, იზი­უმ­თან და­ღუ­პუ­ლი კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი. მის გვერ­დით იბ­რძვის ძმაც, გუ­ში­ნაც ერ­თად იყ­ვნენ და­ვა­ლე­ბა­ზე. მამა - რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის აფხა­ზე­თის მო­ნაკ­ვე­თის მო­ნა­წი­ლეა. დი­დე­ბა და მად­ლო­ბა გმი­რე­ბის ოჯახს!" - წერს ბე­რუ­ლა­ვა.

ომშ და­ღუ­პულ ქარ­თვე­ლებ­ზე სა­უბ­რობს დაჭ­რი­ლი ქარ­თვე­ლი მე­ო­მა­რიც:

"ორი გმი­რი ბიჭი დაგ­ვე­ღუ­პა, კონ­ტაქ­ტუ­რი ცე­ცხლი გვქონ­და, მაგ ცე­ცხლს რომ ვერ და­უძ­ვრნენ, კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი მის­ცეს და დაგ­ვბომ­ბეს. არი­ან დაჭ­რი­ლე­ბი, ზოგს კან­ტუ­ზია აქვს მი­ღე­ბუ­ლი", - ამ­ბობს ერთ-ერთი დაჭ­რი­ლი მებ­რძო­ლი.

ცნო­ბის­თვის, მე­ო­რე გარ­დაც­ვლი­ლი და­ვით მე­ნაბ­დიშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც ადრე სპეც­რაზ­მე­ლი იყო.

"ძა­ლი­ან მძი­მეა ყო­ვე­ლი დღე... და­ვით ერთ-ერთ საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის დროს და­ი­ღუ­პა. ის იყო სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტი, მას ჰქონ­და დიდი საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა. და­ვი­თი და მე არა­ერთ ოპე­რა­ცი­ა­ში ვი­ღებ­დით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ის ერთ-ერთ სა­ი­მე­დო მე­წყვი­ლე იყო. ის იყო ყო­ველ­თვის დიდი იმე­დი ჩვენ­თვის. და­ვი­თი 2014 წლი­დან 2018 წლამ­დე იყო უკ­რა­ი­ნა­ში, შემ­დეგ დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. რო­გორც კი ომი და­ი­წყო და­ვი­თი უკვე ჩა­ერ­თო ოპე­რა­ცი­ებ­ში" - ამ­ბობს და­ღუ­პუ­ლის თა­ნა­მებ­რძო­ლი და მე­გო­ბა­რი "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას.