რა კავშირშია 11 წლის ბიჭის ცხედრის პოვნასთან, 2018 წელს, 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული? - კვირის პალიტრა

რა კავშირშია 11 წლის ბიჭის ცხედრის პოვნასთან, 2018 წელს, 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული?

გორ­ში 2004 წელს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დის ცხე­და­რი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცია 2004 წელს გორ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 11 წლის ზაქ­რო ბერ­ძნიშ­ვი­ლის დე­დამ, ხა­თუ­ნა რაზ­მა­ძე - ბერ­ძნიშ­ვილ­მა და­ა­დას­ტუ­რა.

"ჩემი შვი­ლი ვი­პო­ვეთ“,- გა­ნა­ცხა­და მან.

სხვა დე­ტა­ლებ­ზე გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის დედა არა­ფერს ამ­ბობს და მხო­ლოდ იმას აცხა­დებს, რომ ოჯა­ხი ემო­ცი­უ­რად რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და და­მა­ტე­ბით კო­მენ­ტარს ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გა­ა­კე­თებს.

რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბულ იაგო ნე­ბი­ე­რი­ძეს, ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დამ ნუნუ გრი­გა­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ზაქ­რო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ცხედ­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ბავ­შვის ოჯახს ინ­ფორ­მა­ცია სწო­რედ ნე­ბი­ე­რი­ძემ მი­ა­წო­და.

"ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახს ჩემ­მა შვილ­მა ცი­ხი­დან მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც ბავ­შვის ცხე­და­რი იყო, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ბავ­შვის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა­სა და მკვლე­ლო­ბა­ში მას ბრა­ლი არ მი­უ­ძღვის, უბ­რა­ლოდ, და­ი­ნა­ხა და ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და“, - გა­ნა­ცხა­და ნუნუ გრი­გა­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ შსს-ს და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა ცხედ­რის პოვ­ნის ფაქ­ტზე შსს-ში კო­მენ­ტა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­კე­თე­ბუ­ლა.

11 წლის ზაქ­რო ბერ­ძნიშ­ვი­ლი 2004 წლის ნო­ემ­ბერ­ში გო­რი­დან სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გა­უ­ჩი­ნარ­და. ბავ­შვის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის და­სად­გე­ნად სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა, ცხედ­რის კვალს ვერ მი­აგ­ნეს. არ­სე­ბობ­და ვერ­სია, რომ 11 წლის ბიჭი ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით გა­ი­ტა­ცეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სწო­რედ ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით რო­გორც საქ­მის ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტი, იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე და­ა­კა­ვეს. თუმ­ცა, ნე­ბი­ე­რი­ძეს იმ­ჟა­მად ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბა­ზე ან მკვლე­ლო­ბა­ზე ბრა­ლი არ და­უმ­ტკიც­და. მან სას­ჯე­ლი მხო­ლოდ ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით მო­ი­ხა­და.

ზაქ­რო ბერ­ძნიშ­ვი­ლის საქ­მის გარ­და იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტია 2018 წელს, გორ­ში 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში. გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბა­სა და მის მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძა­ლა­დო­ბა­ში სწო­რედ იაგო ნე­ბი­ე­რი­ძეს და­უმ­ტკიც­და ბრა­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მსჯავ­რდე­ბუ­ლია და უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი.

იაგო ნე­ბი­ე­რი­ძემ 2018 წელს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან გა­ნა­ცხა­და, რომ წლე­ბის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ზაქ­რო ბერ­ძნიშ­ვი­ლის ცხე­დე­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი იცო­და და აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ად გო­რის კულ­ტუ­რი­სა და დას­ვე­ნე­ბის პარ­კი მი­უ­თი­თა. რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სხვა­დას­ხვა ხელ­სა­წყო­ე­ბი­სა და ცო­ცხა­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხე­დარს ვერ მი­აკ­ვლი­ეს.

"ინტერპრესნიუსი"