"ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით" - პატრიარქმა მრევლს მიმართა - კვირის პალიტრა

"ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით" - პატრიარქმა მრევლს მიმართა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღასრულა.

წირვას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.

წირვის შემდეგ პატრიარქმა ქადაგებით მიმართა მრევლს და მარიამ მეგვიპტელის კვირა მიულოცა.

„ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ დღევანდელ დღეს. ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით. იმედი თანამგზავრი უნდა იყოს ჩვენი. ჯვარი გეწეროთ ორსავე სოფელსა შინა.

ჩვენ გულითადად მივესალმებით ჩვენს პრეზიდენტს, რომელიც ესწრებოდა წირვას. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!", - აღნიშნა ილია მეორემ.

"ინტერპრესნიუსი"