"დათიკოს მდგომარეობა უმძიმესია. დღეს ისევ საოპერაციოდ უნდა გაეყვანათ, მაგრამ... " - კვირის პალიტრა

"დათიკოს მდგომარეობა უმძიმესია. დღეს ისევ საოპერაციოდ უნდა გაეყვანათ, მაგრამ... "

თბი­ლის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე ავა­რი­ი­სას და­შა­ვე­ბუ­ლი 8 წლის ბავ­შვი სამ­კურ­ნა­ლოდ ის­რა­ელ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. რო­გორც მა­ნა­ნა ხორ­ბა­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ბავ­შვის­თვის ოპე­რა­ცია დღეს უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, თუმ­ცა მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო ვერ მო­ერ­ხდა.

"ჩემო მე­გობ­რე­ბო, პა­ტა­რა და­თი­კოს მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სია. დღეს ისევ სა­ო­პე­რა­ცი­ოდ უნდა გა­ეყ­ვა­ნათ, მაგ­რამ სი­ცხე აქვს. სოკო აღ­მო­უ­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა და ანეკ­რო­ზებს უჯრე­დებს. ის­რა­ე­ლის დრო­ით სა­ღა­მოს 9-სა­ათ­ზე ლო­ცუ­ლო­ბენ მის­თვის. გთხოვთ, ჩვენც შე­ვუ­ერ­თდეთ და­თის­თვის ლოც­ვას სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ით,სა­ღა­მოს 8- სა­ათ­ზე ევ­რო­პის დრო­ით სა­ღა­მოს 8-სა­ათ­ზე მო­წყა­ლე­ბის კარი გან­გვი­ღე, კურ­თხე­უ­ლო ღვთის­მშო­ბე­ლო, რათა რო­მელ­ნი ესე შენ გე­სავთ, არა და­ვეც­ნეთ, არა­მედ გან­ვერ­ნეთ წი­ნა­აღ­მდგომ­თა მტერ­თა­გან, რა­მე­თუ შენ ხარ ცხოვ­რე­ბაი ნა­თე­სა­ვი­სა ქრის­ტი­ა­ნე­თა­ი­სა.

ამინ! ეს ლოც­ვა უნდა წარ­მოვ­თქვათ სამ­ჯერ კურ­თხე­ვა გვაქვს ის­რა­ე­ლი­დან გთხოვთ გა­ავ­რცე­ლეთ". - წერს "ფე­ის­ბუქ­ში" ბი­ჭუ­ნას ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

8 წლის და­თუ­ნას ავ­ტო­მო­ბი­ლი 31 მარტს, დი­ლით და­ე­ჯა­ხა. და­შა­ვე­ბულს რამ­დე­ნი­მე გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. მას მარ­ჯვე­ნა ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცია დას­ჭირ­და.

palitravideo.ge