"ვარდის ფურცლები ეყარა, ყველგან სანთლები ენთო და ოთახები ყვავილებით იყო სავსე" - "ბენიფერი" დაბრუნდა, ჰოლივუდი მეორე ქორწილს ელის - კვირის პალიტრა

"ვარდის ფურცლები ეყარა, ყველგან სანთლები ენთო და ოთახები ყვავილებით იყო სავსე" - "ბენიფერი" დაბრუნდა, ჰოლივუდი მეორე ქორწილს ელის

ჰოლივუდის ფერადი სამყარო სასიყვარულო ურთიერთობებს ხშირად ეხმაურება, მსოფლიო საზოგადოება კი ყვითელ პრესაში გავრცელებულ ამბებს დიდი ენთუზიაზმით ელის ხოლმე. სულ ცოტა ხნის წინ, ჰოლივუდურმა პრესამ დაწერა, რომ 52 წლის მომხიბვლელი მომღერალი ჯენიფერ ლოპესი თავის ძველ სიყვარულზე ბენ აფლეკზე მეორედ დაინიშნა. ჯეილოსა და ბენის ფანების არმია სოციალურ ქსელებში აქტიურად წერს, რომ სამყარომ მათ სიყვარულს შანსი უკვე მეორედ მისცა. მართლაც, ვინ წარმოიდგენდა რომ 2000-იანი წლების ცნობილი წყვილი სიყვარულის ქარავანში მეორედ ჩაებმებოდა.

"ბენიფერი" ასე მოიხსენიებენ ჯეილოსა და ბენის ფანები საოცარ წყვილს. მათი ისტორია კი როგორც ბევრი მსახიობის, გადასაღებ მოედანზე დაიწყო და 20 წლის შემდეგ კვლავ ჰოლივუდში გაგრძელდა. აფლეკი ჯენიფერს პირველად 2002 წელს ფილმ „გიგლის“ გადასაღებ მოედანზე გადაეყარა, მაშინ ჯენიფერი კრის ჯუდიზე იყო დანიშნული და მომავალ სასიყვარულო ურთიერთობაზე თავისთავად არც ფიქრობდა. 2002 წლის 24 ივლისს ჯენიფერი და ბენი საღამოს წვეულებაზე ერთად გამოიჭირეს, მაშინ მომღერალმა მისი და ჯუდის ურთიერთობის დასრულებაც დააანონსა და ხალხში „ბენიფერის“ წყვილი გამოჩნდა.

foto-1649614293.jpg

შეყვარებულობიდან რამდენიმე თვეში ჯეილომ საზოგადოებას კიდევ ერთი სიახლე გაუზიარა, ბენ აფლეკი და მომხიბვლელი მომღერალი დაინიშნნენ. ერთად ყოფნიდან მალევე, ბენმა ჯენიფერს დედამისის სახლში, ბოსტონში ხელი სთხოვა და ურთიერთობის ახალი ეტაპიც დაიწყო.

„სახლში დიდი ნაჭერი იყო დაფენილი, რომელზეც ვარდის ფურცლები ეყარა, ყველგან სანთლები ენთო და ოთახები ყვავილებით იყო სავსე. მივდიოდი და უბრალოდ ემოციებისგან გაოცებული ვიყავი. არ ველოდი ასეთ დახვედრას და წამებში ერთხელ ვიმეორებდი, ღმერთო ჩემო“ - ამ სიტყვებით გაიხსენა ჯენიფერმა ხელის თხოვნის ბოსტონური საღამო.

ასეთი ზღაპრული დახვედრის შემდეგ, წითელ ხალიჩაზე ჯენიფერმა ვარდისფერი ბრილიანტის ბეჭედი გამოაჩინა. თუმცა ბედნიერ წყვილს არ ასვენებდა ფანების არასწორი წარმოდგენები მათ ურთიერთობაზე, სოციალურ ქსელში აქტიურად წერდნენ, რომ ბენმა ჯენიფერი და ჯუდი დააშორა, ამ თემაზე კი მსახიობმა წითელი ხალიჩიდან ყველას ერთიანად მიმართა.

foto-1649614386.jpg

"ეს საქციელი ეწინააღმდეგება იმ ფუნდამენტურ კოდექსსა და წესებს, რომლისაც მჯერა და რომლის მიხედვითაც ვცხოვრობ. მე ვცდილობ, ვიყო პატიოსანი და ვაკეთო ის, რითაც შემდეგ შემიძლია ვიცხოვრო. ეს მოსაზრებები არ არის ღირსეული“, - თქვა ბენმა ერთ-ერთ მედიასთან საუბრისას.

2003 წელს ბენ აფლეკი სტრიპტიზ კლუბში შენიშნეს და მას ჯენიფერის ღალატში დასდეს ბრალი, რაზეც მსახიობმა მტკიცე უარი განაცხადა და გავრცელებული ჭორები უარყო. ამასობაში კი ფილმმა „გიგლი“ დიდი კრახი განიცადა, სალაროებში ბილეთები არ იყიდებოდა, ფილმის მნახველთა რაოდენობა კი მინიმალური იყო. წარუმატებლობით დასრულებულმა პრემიერამ კიდევ ერთი ეჭვი გააჩინა, რომ ფილმთან ერთად ბენიფერის წყვილმაც ვერ გაამართლა. 2003 წელს ჯეილომ ქორწილი დააანონსა, საზოგადოებას კიდევ ერთი იმედი მიეცა მათი სიყვარულის გადარჩენის, თუმცა 14 სექტემბერს 400 კაციანი ქორწილი, რომელიც კალიფორნიაში სანტა ბარბარაში უნდა ყოფილიყო უეცრად გადაიდო. როგორც ამბობდნენ, ქორწილის გადადების ინიციატორი მომღერალი აღმოჩნდა, მას ბენთან დაოჯახება მიზეზ გარეშე აღარ სურდა. თავისთავად ამ ურთიერთობის დასრულებასაც ექნებოდა რაიმე, თუნდაც მცირე მიზეზი, რომელსაც წყვილი, ასე საგულდაგულოდ მალავდა.

2004 წელს ბენიფერი ოფიციალურად დაიშალა, ჯეილოს ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩნდა. ლოპესმა მერს ანტონი შეიყვარა, ბენ ფლეკმა კი ჯენიფერ გარნერი.

beniferrr-1649614464.jpeg

„ჩემი ბოლო დაშორების შემდეგ, ეს გულისტკივილი და მწუხარება რეალური იყო. შესაძლოა ცუდებს შორის გავლამ მომიწია, იმისთვის, რომ შევხვედროდი იმ ადამიანს, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ველოდი“, - თქვა ჯენიფერმა ბენ აფლეკთან განშორების შემდეგ.

"ბენიფერი" აღარ განიხილებოდა, რადგან ლოპესსაც და აფლეკსაც საკუთარი ცხოვრება ჰქონდათ, თუმცა მცირე შეხვედრები, წითელ ხალიჩაზე გამორჩეული მისალმება და პატარა მინიშნებები სიმღერებიდან ბენიფერის ფანებისთვის ყოველთვის ნიშანი იყო, რომ მათი ურთიერთობა ოდესმე ამინც გაგრძელდებოდა. 2004 წლის შემდეგ ჯეილოს ქორწინებაში შვილებიც შეეძინა, აფლეკიც არაერთგზის მამა გახდა. 2019 წელს მომღერალმა სპორტსმენ ალექს როდრიგესთან დიდი ქორწინი დააანონსა, აი სწორედ ისეთი, როგორსაც ფანები 2003 წელს ელოდენენ.

ქორწილი შედგა და დიდი ზღაპრული ცერემონია მთელი ჰოლივუდის სასაუბრო თემა გახდა. ყველამ იცოდა რომ ლოპესი სამეფო ქორწილზე ოცნებობდა, როდრიგესისა და მისი ცერემონია კი უფრო გრანდიოზული იყო ვიდრე მეგან მარკლისა და პრინც ჰარის სამეფო ქორწილი.

2020-21 წლებში ჯეილოს ხშირად ეკითხებოდნენ გეგმავდნენ თუ არა ის და ალექსი შვილებს, თუმცა პასუხი ყოველთვის უარყოფითი იყო. კორონავირუსის პანდემიის დაწყებამ წყვილს შორის სიტუაცია მცირედით შეცვალა. თავიდან სოციალურ ქსელში ჯენიფერი საზოგადოებას იდეალური ოჯახური ფოტოებით ანებივრებდა, თუმცა 2021 წლის მარტში ტვიტერზე დაიწერა რომ ალექს როდრიგესი მომღერალს ღალატობდა, ჭორების გასაფანტად წყვილმა სასიყვარულო ფოტოები გამოაქვეყნა, მაგრამ მალევე ჭორები გამართლდა. ალექსი და ჯენიფერი დაშორდნენ.

beniferrr-1649614577.jpeg

„ჩვენ მივხვდით, რომ უკეთესად ვგრძნობთ თავს, როდესაც ვმეგობრობთ და გადავწყვიტეთ რომ ჩვენი ურთიერთობა ამ ეტაპზე დარჩეს“ - დაიწერა გამოცემა „თუდეიში“.

ჯენიფერის კიდევ ერთი რომანი დასრულდა, თუმცა ბენ აფლეკიც არ იყო დაკავებული, 2000-იანების წყვილი კვლავ უსიყვარულოდ, მარტო დარჩა.

პანდემიის ჟამს, 2021 წლის მაისში სრულიად მოულოდნელად ავტომობილში ჯენიფერი თავის ძველ სიყვარულთან შენიშნეს, ბენ აფლეკს ჯეილო და დედამისი სადღაც მიჰყავდა, სოციალური ქსელი ტვიტერი კი ფენიფერის ახალმა ტალღამ მოიცვა.

„ეს რეალურია თუ ფანტაზია? ბენიფერი დაბრუნდა?“, - წერდნენ ფანები.

და ამ მითქმა-მოთქმის დროს პაპარაცებმა წყვილი იახტაზე, შემდეგ სახლში და ვახშამზე გამოიჭირეს, ჭორები კიდევ ერთხელ გამართლდა და ჯეილოს და ბენის რომანი დადასტურდა.

„არის, დაიწყო, ბენიფერი ბრუნდება“, - წერდნენ ტვიტერზე.

წყვილმა რომანი რამდენიმე კვირაში გაასაჯაროვა, ჯეილომ ბენის ნაჩუქარი ოქროს ყელსაბამი გაიკეთა და 52-წლის იუბილეზე ყველას უთხრა, რომ ის და აფლეკი კვლავ ერთად არიან.

2021 წლის მარტში ლოპესი და აფლეკი წითელ ხალიჩაზე უკვე ერთად, ხელიხელ ჩაკიდებულები გამოჩნდნენ, 20 წლის შემდეგ ამ ორის მოსიყვარულე თვალებით დანახვამ ჰოლივუდში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ჯეილომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ცდილობს ბევრი არ ილაპარაკოს და ეს ურთიერთობა წინა რომანებისგან განსხვავებით დაიცვას.

და აი, აპრილის დასაწყისში ახალი ამბავიც გავრცელდა ბენ აფლეკმა საყვარელ ქალს 20 წლის შემდეგ მეორედ სთხოვა ხელი.

ბენიფერის ამ ზღაპრულ ამბავში მათ ერთგულ გულშემატკივრებს ის კი არ უხარიათ რომ მათ ერთად იხილავენ, ის ახარებთ რომ ხშირად მოისმენენ ბენის საოცარ სიტყვებს, როდესაც ის ჯეილოზე ილაპარაკებს. 20 წლის შემდეგაც ამბობენ, რომ არავის შეუძლია საყვარელ ქალზე ასე ემოციითა და პატივისცემით ისაუბროს, როგორც ამას ბენი ყოველ ჯერზე ახერხებს.

2021 წელს ჯენიფერი ერთ-ერთი ამერიკული ჟურნალის ყდაზე გამოჩნდა, რაზეც სოციალურ ქსელში აფლეკმა მიმართა.

"სად ინახავ ახალგაზრდობის ელექსირს? ან რატომ გამოიყურები ისე, როგორც 2003 წელს ან 40 წლის ასაკში, საუკეთესო ხარ", - დაწერა ბენმა.

"ფილმში "გიგლი" მონაწილეობა რომ არ მიმეღო, ალბათ ყველაფერი სხვანაირად წავიდოდა. თუმცა ახლა ვხვდები, რომ ეს ფილმი ჩემთვის საჩუქარი გამოდგა, ეს საჩუქარი კი სწორედ ჯენიფერთან შეხვედრა იყო. მასთან ურთიერთობა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იყო და ყოველთვის ასე იქნება", - თქვა ბენმა 2022 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში.

მართალია, ნიშნობა სულ რამდენიმე საათის ამბავია, თუმცა ჰოლივუდი ახლა მეორე ქორწილს ელის, სადაც პრინცესა ჯენიფერი იქნება და მისი პრინცი 20 წლის შემდეგ დაბრუნებული ბენ აფლეკი.

(წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)