"არ ვაღიარებთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს" - კვირის პალიტრა

"არ ვაღიარებთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს"

ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც 10 აპრილს საქართველოს რეგიონში, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში გაიმართა , - ასე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დღეს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

„ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს „არჩევნები“ და მისი შედეგი არაკანონიერია, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს“, - აღნიშნულია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.

IPN