"ავსტრიის კანცლერი კრემლში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას ბუჩაში სავარაუდო ომის დანაშაულებზე საუბარს გეგმავს" - კვირის პალიტრა

"ავსტრიის კანცლერი კრემლში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას ბუჩაში სავარაუდო ომის დანაშაულებზე საუბარს გეგმავს"

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი 11 აპრილს კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას უკრაინის ქალაქ ბუჩაში სავარაუდო ომის დანაშაულებზე საუბარს გეგმავს , - ამის შესახებ ინფორმაციას “ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

ნეჰამერი იქნება პირველი ევროპელი ლიდერი, რომელიც კრემლის ლიდერს მას შემდეგ შეხვდება, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

„ნეჰამერი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობისკენ პროგრესი მიღწეულ იქნას, თუნდაც შანსები მინიმალური იყოს“- განაცხადა ავსტრიის კანცლერის პრესსპიკერმა.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ნეჰამერმა ევროკავშირის ლიდერებს, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს აცნობა.

IPN