"ისეთ სცენარს ვხედავთ,­ რომელიც ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას გულისხმობს“ - კვირის პალიტრა

"ისეთ სცენარს ვხედავთ,­ რომელიც ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას გულისხმობს“

"ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია და აქ იგრძნობა „ომის პარტიის“ ხელი, მაგრამ არა მგონია, გადამწყვეტი ეს იყოს, უფრო სხვა ძალებია ამაში ჩართული“

საქართველო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს­ სკანდალურ ბრალდებებზე მტკიცებულებებს ითხოვს. საქართველოში უკრაინის დროებითი­ რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ ამ საკითხზე საქართველოსა და უკრაინის კომპეტენტურ უწყებებს შორის ურთიერთობა გრძელდება. ჩვენი ხელისუფლება აცხადებს,­ რომ ეს ბრალდებები სრულიად მიუღებელი და საფუძველს მოკლებულია. "გასა­გებია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება. არავითარი მტკიცებუ­ლება, არავითარი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი. უკრაინას და უკრაინელებს ვუსურვებდი, რომ ძალიან მალე დასრულდეს ომი, შეწყდეს ეს დამანგრეველი ომი, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვის, მთელი რეგიონისთვის,­ ევროპისთვის და მსოფლიოსთვის. ამ საკითხს გაეცა კომპეტენტური პასუხები სხვადასხვა­ უწყების მხრიდან, გაკეთდა არაერთი განცხადება და განმარტება. მინდა ცალსახად განვაცხადო: საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ სანქცირებული ტვირთის გატანა მოხდეს, მით უმეტეს, აბსურდულია ბრალდება, რომ ამაში მთავრობაა­ ჩართული. ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე სანქცირებული საქონლის გატანას ჩვენი­ ტერიტორიების გამოყენებით!", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა­ ირაკლი ღარიბაშვილმა. რას ემსახურება უკრაინის განცხადებები,­ ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

- საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი დარჩიაშვილი შეხვდა კულებას და, ალბათ, ილაპარაკეს ამ თემაზე. ამდენი ხანია­, არ არის წარმოდგენელი მტკიცებულებები­, რაც მოწმობს, რომ ეს იყო პროვოკაცია. შეიძლება ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა უკრაინის მხარე, თუმცა ეს ვერ ფარავს იმას, რაც კულებამ­ განაცხადა. თქვენ თვითონ­ მოგვაწოდეთ ინფორმაცია და იმართლეთ თავიო! ყველა ცდილობს,­ როცა მეორე მხარეს­ ადანაშაულებს,­ ზურგი მტკიცებულებებით ჰქონდეს გამაგრებული. არ არის ფაქტობრივი მასალა, მაშ, რაზეა ლაპარაკი?! განცხადება უაღრესად მძიმე და თავხედურია. ვთქვათ, გამორჩა საქართველოს შესაბამის სტრუქტურას, მაგალითად, საბაჟოს რამე, მაგრამ მეგ­ობრულ ქვეყნებს შორის ასეთი რაღაც­ კულუარულად ირკვევა.­ არ არის გაცხადებული ინფორმაციის მო­მ­წ­ოდებელი­, გამოდის, ვითომ ახლა უკრაინის დაზვერვას სცალია იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაზვერვის რგოლი­ ჰყავდეს. დარწმუნებული ვარ, ეყრდნობიან სხვის მიწოდებულ ინფორმაციას. ეს "ომის პარტიაა", როგორც ხელისუფლება ამბობს, თუ ზოგიერთი დასავლელი მოკავშირის პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც უნდათ პროვოცირება, რომ რუსეთი­ ჩაერთოს უფრო ფართომასშტაბიანად ომში, ვერ გეტყვით... სიმართლე გითხრათ, ორ ქვეყანას შორის ასეთი ურთიერთობა უკვე მომაბეზრებელი ხდება. ისეთ სცენარს ვხედავთ,­ რომელიც ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას გულისხმობს­ და არა - მთავრობის. ეს, დიდი ხანია, დაწყებულია და აქ იგრძნობა "ომის პარტიის" ხელი, მაგრამ არა მგონია,­ გადამწყვეტი ეს იყოს. უფრო სხვა ძალებია ამაში ჩართული. თუ მართლაც გაიარა საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი ტიპის ტვირთმა, რასაკვირველია, ეს პროვოკაციაა და ამაში მონაწილე ადამიანები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ! ათასი პროვოკატორია ქვეყანაში, მაგრამ როცა ამხელა ბრალდებას აყენებ, მტკიცებულება­ სჭირდება. საინფორმაციო ომის პირობებში შესაძლებელია სხვას ინფორმაციული დარტყმა მიაყენო, პროვოკაციაზე წახვიდე, ისეთი ტყუილი თქვა, რომლის თქმა სირცხვილიც კია, მაგრამ მერე ეს საზოგადოების ცნობიერებაში რჩება და ამოგდება­ რთულია.

- ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ამბავს არ განიხილავდა კულებასთან?

- შეიძლება დარჩიაშვილმა სცადა, მაგრამ დრომ ან ფორმატმა არ მისცა ამის საშუალება. როგორც ჩანს, უკრაინას მასალები არა აქვს და ის შეცდომაში შეიყვანეს. ორ მეგობარ ქვეყანას შორის ასეთი­ არაკორექტული საქციელის გახსენება მიჭირს.

- ამ სკანდალის უკან ახსენეს გია ლორთქიფანიძე და სხვები. ეს შესაძლებელია?

- "ნაცმოძრაობა" ხომ ქვეყანაზე არ ფიქრობს! მათი მთავარი მიზანია, როგორმე­ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ქვეყანას ზიანი მიადგება თუ არა, მხოლოდ 0,1%-ის საფიქრალია... მართალია, ლორთქიფანიძეს ხელს ვერ დავადებ, ის კონტრდაზვერვის­ თანამშრომელია, განცხადება კი სხვა უწყებამ გააკეთა, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება­, რომ სხვა უწყებასაც სპეციალურად ათქმევინეს, რადგან ისრები ლორთქიფანიძისკენ არ წასულიყო, ქართველი საზოგადოების წარმომადგენლებს კი უწყებები ერთმანეთში აერ­იათ და პირდაპირ დააბრალეს ლორთქიფანიძეს. გასაკვირი არც ეს არის, რადგან ეს ჯგუფი შემჩნეულია საქართველოს იმიჯის შელახვაში. მე სხვა რაღაცებიც შემიძლია გავიხსენო,­ თუნდაც ლაფანყურის ამბავი, რომელიც ლორთქიფანიძესთან არის დაკავშირებული­. მოქმედების დაახლოებით ასეთი ლოგიკა მაშინაც შეიმჩნეოდა მის ქმედებებში. ამ კითხვასაც აქვს არსებობის უფლება და ამ საკითხზე დასკვნასაც, თუმცა ეს დასამტკიცებელია. თუ ჩვენ ვგულისხმობთ მეხუთე­ კოლონას, რადიკალური ოპოზიციის იმ გუნდს, რომელიც ახლაც უკრაინაშია, კით­ხვები მართლაც­ არის. საინტერესოა, საიდან აქვთ ამხელა გავლენა, არა მხოლოდ ადეიშვილს, არამედ საყვარელიძესაც,­ ლორ­თქიფანიძესაც.­ არ ვიცი, ვის რა როლი აკისრია, მაგრამ, როგორც ვხვდები, არს­ებობს საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციის სცენარიც, რომელიც ომის პირველი დღიდან ამოქმედდა. საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი რამის გარკვევა რომ არ დაიწყო, ამიტომ მიიღო ეს. თვითმფრინავი რომ მოფრინავდა მოხალისე მეომრების წასაყვანად, უნდა გამოეკვლიათ, ვინ გზავნიდა ამ თვითმფრინავს... სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებზე სააკაშვილმაც ილაპარაკა, ბრიტანული და ამერიკული დაზვერვა ახსენა... ვისგანაც უნდა მოდიოდეს ეს, ყველა ვარიანტში პროვოკაციაა. თუ მართლაც გაიარა ჩვენს ტერიტორიაზე რაიმე ტვირთმა, ესეც პროვოკაციაა, ვიღაცის დადგმული, რომ ის შედეგი მიიღონ, რაც უნდათ... ჩვენი ხელისუფლება ამას გამორიცხავს, მაგრამ მე, როგორც გვერდიდან მაყურებელი, თავს უფლებას ვაძლევ, ეს ვერსიები წამოვაყენო... უკრაინის ვიცე-პრემიერი პირდაპირ ამბობს, ეს იყო იარაღიო! უკრაინიდან უამრავი წერილი მომივიდა, ხალხი გადარეულია. ნათქვამი პირდაპირ გაიგეს და მართლაც ჰგონიათ, რომ იარაღს, ტანკს, ზარბაზანს, თვითმფრინავს­ და ა.შ. ვაწვდით. რაში სჭირდება რუსეთს ჩვენი მიწოდებული იარაღი?! მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ლარსიდან არაფერი გასულა და ოკუპირებული ტერიტორიები­დან შევიდა - ესეც ხომ პროვოკაციაა! ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში გახსნილია რუსული ფირმა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში წამსვლელი ადამიანების მეშვეობით რუს­ეთში გზავნის მიკროჩიპებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო წარმო­ებისთვის. თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ესეც საქმეში ჩაუხედავ ადამიანებზეა გათვლილი, იმიტომ, რომ რუსეთის სამხედრო წარმოებაში გამოიყენება ჩიპები, რომელთაც ამზადებენ ჩინეთი და ინდოჩინეთის ქვეყნები, ასევე­ - ტაილანდი.­ ეს ჩიპები იქიდან შედიოდა. გაუგებარია, რატომ უნდა გამოეყენებინათ საქართველოს ტერიტორია, თუ არა პროვოკაციისთვის? ეს პროვოკაცია რუსეთშიც შეიძლება იყოს დაგეგმილი... ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენს საბაჟოზე, გამტარ პოსტებზე მუშაობს ამერიკული პროგრამა, რომელიც ზუსტად ამოწმებს, რა ტიპის ბარგი მიაქვს თითოეულ წამსვლელს. დავუშვათ, ასეთი რამ მართლაც მოხდა:­ დასავლურმა­ სპეცსამსახურ­ებმა გამოავლინეს რაღაც, მაგრამ რადგან არ იყო დიდი და მნიშვნელოვანი პარტია, სასკანდალოდ არ ჩათვალეს და მხოლოდ გააფრთხილეს ჩვენი ხელისუფლება, მერე კი ამბავი გაახმოვანებინეს უკრაინელებს. თუმცა ამაშიც მეპარება ეჭვი, რადგან დასავლური დიპლომატიის წარმომადგენლობისთვის პრობლემა არ იქნებოდა, ეს პირდაპირ ეთქვათ ჩვენი­ ხელისუფლებისთვის და გაეფრთხილებინათ. ეს არის ბინძური თემა. უკრაინელებს­ ასეთი­ განცხადება არ უნდა გაეკეთებინათ. ეს დანაშაულია.

- ჩვენი საზღვრები კარგად კონტროლდება?­

- ვთქვათ, წამოვიდა სომხეთიდან ტრაილერი... შეიძლება რაღაც გააპარო. მიკროჩიპი ძალიან პატარაა და თეორიულად შეიძლება ის გააპარო, მაგრამ გამორიცხულია, დიდი პარტია გაიტანო! ქვეყნის დისკრედიტაციისთვის განსაკუთრებული სასჯელი უნდა იყოს. მინდა უკრაინამ გამოაქვეყნოს ინფორმაცია: საიდან წამოვიდა ტვირთი, ვინ წამოიღო, რომელი ორგანიზაციის მიერ არის დეკლარირებული, კონკრეტულად ვის ჩაბარდა, ვინ გადაიტანა საზღვარზე, ვინ იყო იმ დღეს მებაჟე და ვინ გაატარა. ეს ყველაფერი ფირმის, ქვეყნის დასახელებით თუ არ მოხდება, მათ ვერ დავუჯერებთ. ამ ოპერა­ციის დამგეგმავმა იცის, რომ ამის ჩამორეცხვა ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება. მე ვიტყვი და შენ თავი იმართლეო, დღევანდელ პოლიტიკაში ცნობილი ხერხია, საზოგადოების ცნობიერებაში კი პირველი­ ინფორმაცია რჩება. ხელისუფლებას მაინც მართებს სერიოზული გამოძიების ჩატარება თუნდაც იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს, ცდილობს სიმართლის გაგებას. ხელისუფლებამ კატეგორიულად უნდა მოითხოვის პასუხის გაცემა არა მხოლოდ ამაზე, მთავარ კითხვაზეც: რა უნდათ?!

- როგორ იმოქმედებს ეს განცხადებები საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე?

- წინ ძალიან მძიმე ურთიერთობა გველის. ეს ომი დამთავრდება და, დარწმუნებული ვარ, დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით, მერე კი ყველაფრის სერიოზული გარჩევა უნდა დაიწყოს.