"შეტევა მოხდება არა მხოლოდ მარიუპოლზე, არამედ სხვა ქალაქებზეც - უკან არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ" - კვირის პალიტრა

"შეტევა მოხდება არა მხოლოდ მარიუპოლზე, არამედ სხვა ქალაქებზეც - უკან არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ"

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რუსული ძალები შეტევას განახორციელებენ არა მხოლოდ ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლზე, არამედ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზეც.

"შეტევა იქნება არა მხოლოდ მარიუპოლზე, არამედ სხვა ადგილებში, ქალაქებსა და სოფლებზეც", - აღნიშნა კადიროვმა „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მისი თქმით, რუსული ძალები ლუგანსკსა და დონეცკს „გაათავისუფლებენ.“

„ლუგანსკი და დონეცკი - პირველ რიგში ჩვენ სრულად გავათავისუფლებთ... შემდეგ კი ავიღებთ კიევს და ყველა სხვა ქალაქებს. გარწმუნებთ: უკან არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ,“- აღნიშნა კადიროვმა.

IPN