უკრაინის საჰაერო ძალებმა მოწინააღმდეგის თვითმფრინავი და ოთხი ვერტმფრენი ჩამოაგდეს - კვირის პალიტრა

უკრაინის საჰაერო ძალებმა მოწინააღმდეგის თვითმფრინავი და ოთხი ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ერთ დღეში მოწინააღმდეგის ერთი თვითმფრინავი და ოთხი ვერტმფრენი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

„10 აპრილს უკრაინის საჰაერო ძალების და სახმელეთო ძალების საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა რუსი დამპყრობლების 11 სამიზნე,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კერძოდ, უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღის განმავლობაში გაანადგურეს : ერთი Су-34 ტიპის თვითმფრინავი, ოთხი Ми-24 და Ка-52 ტიპის ვერტმფრენი, სამი უპილოტო საფრენი აპარატი და სამი ფრთოსანი რაკეტა.

საერთო ჯამში, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა დაკარგა : 722 ტანკი, 1 911 ჯავშანტექნიკა, 342 საარტილერიო სისტემა, 112 დრონი, 152 თვითმფრინავი და 137 ვერტმფრენი. ამასთან, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში 19.3 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა.