"როდესაც “მწვანე ბარათები” გავაუქმეთ, გენიოსი ექსპერტებისგან კრიტიკა მივიღეთ, ეს როგორ გააკეთესო - ორ თვეში ვნახეთ, რომ პროცესი სწორად იმართა" - კვირის პალიტრა

"როდესაც “მწვანე ბარათები” გავაუქმეთ, გენიოსი ექსპერტებისგან კრიტიკა მივიღეთ, ეს როგორ გააკეთესო - ორ თვეში ვნახეთ, რომ პროცესი სწორად იმართა"

"როდესაც “მწვანე ბარათები” გავაუქმეთ, გენიოსი ექსპერტებისგან კრიტიკა მივიღეთ, ეს როგორ გააკეთესო - ორ თვეში ვნახეთ, რომ პროცესი სწორად იმართა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კორონავირუსი თითქმის დამარცხებულია და ვირუსის მართვის თვალსაზრისით სისტემას არავითარი გამოწვევა არ ჰქონია.

„მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ კოვიდი, შეიძლება ითქვას, თითქმის დამარცხებულია. დღეს ეს სიტუაციაა. აქვე მინდ გავახსენო სკეპტიკოსებს, რომლებიც 2 თვის წინ ჩემს გამონათქვამებს აკრიტიკებდნენ. “მწვანე ბარათები” მას შემდეგ, რაც “ომიკრონი” შემოვიდა ცირკულირებაში, გავაუქმეთ, რადგან აზრს კარგავდა. მაშინ ზოგიერთი გენიოსი ექსპერტებისგან კრიტიკა მივიღეთ, ეს როგორ გააკეთესო. ვნახეთ, სულ რაღაც ორ თვეში, რომ პროცესი სწორად იმართა მინისტრის, მთავრობის, საბჭოს მიერ, ამიტომ სიტუაცია დასტაბილურდა. არავითარი გამოწვევა არ ჰქონია სისტემას მართვის თვალსაზრისით. დღეს 100 შემთხვევა იყო, რაც ნიშნავს, რომ კრიზისი გადალახულია. ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გავაუქმეთ, მოქალაქეებს უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ ამ მიმართულებით და ეს სტრესი და წნეხი მოიხსნება”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"მედიკამენტებზე მაღალი ფასები ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო და ჯერ კიდევ რჩება, თუმცა ეს საკითხი პრაქტიკულად უკვე ამოწურულია, მოგვარებულია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, ყველაზე მოთხოვნადი 200-მდე დასახელების მედიკამენტი 60-70%-ით გაიაფდა.

"გახსოვთ, მაშინ რომ დავიწყეთ ჩვენ საუბარი ამ საკითხზე, დიდი ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან, ყველაზე არ მაქვს საუბარი, ჩვენ მოვისმინეთ კრიტიკული გამონათქვამებიც, უსამართლო კრიტიკაც, სკეპტიციზმიც, ძალიან ბევრი ოპონენტის მხრიდან, რომ ეს მიუღწეველი, შეუძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით, საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა და ამ მედიკამენტების შემოტანა დაიწყო, დღეს 60-70%-ით დაბალ ფასად არის ხელმისაწვდომი 200-მდე მედიკამენტი, ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები. ჩვენ ამაზე გავაკეთეთ აქცენტი, თორემ სისტემაში 10 000-ზე მეტი მედიკამენტი არის დარეგისტრირებული. ყველაზე მოთხოვნადი წამალი, რაც იყო სწორედ მათზე გავაკეთეთ ფოკუსირება და კონცენტრირება. ამიტომ დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ასობით დასახელების მედიკამენტი ბევრად იაფია," - განაცხადა პრემიერმა.

IPN