ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინზე:"მთელი მსოფლიოსთვის შენ უკვე ხელჩამოსართმევი არ ხარ, მსოფლიო ამას არ დაივიწყებს" - კვირის პალიტრა

ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინზე:"მთელი მსოფლიოსთვის შენ უკვე ხელჩამოსართმევი არ ხარ, მსოფლიო ამას არ დაივიწყებს"

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსი სამხედროების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი ომის დანაშაულების ერთ-ერთ დამნაშავედ მიიჩნევს. ამის შესახებ მან CBS ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პუტინს შეეძლო ამ დანაშაულების შეჩერება.

„მივიჩნევ, მე მივიჩნევ, რომ ის ერთ-ერთი მათგანია ... მას შეეძლო ამის შეჩერება. მათ მკაცრი ვერტიკალი აქვთ. არ შეიძლება იმის თქმა, რომ მათ ბევრი ინსტიტუცია აქვთ, როგორც ზოგიერთ სახელმწიფოში. მათ ამა თუ იმ ბრძანების შესრულების მკაცრი ვერტიკალი აქვთ. ამიტომ ჩვენ შეგვეძლო შევხვედრილიყავით გაცილებით ადრე. ჩვენ შეგვეძლო გვესაუბრა. მას სურდა ეს თუ არ სურდა, მოვწონვარ თუ არ მოვწონვარ, ვეზიზღები შეიძლება როგორც ადამიანი, არ ვიცი, მაგრამ საუბარი პერსონალიებზე არ არის, საუბარია ორ სახელმწიფოს შორის ომზე, ამიტომ მე ვსაუბრობ ამ ორი სახელმწიფოს ლიდერებს შორის დიალოგზე და მას შეეძლო ამის შეჩერება, მასზე ბევრი იყო დამოკიდებული. ისევე როგორც ახლა. როცა ეს უკვე ხდება, არ შეიძლება უბრალოდ თვალების დახუჭვა და იმის თქმა „ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია“. თუ მართლა მიიჩნევ, რომ ეს არ გაგიკეთებია, ვალდებული ხარ ეს პირდაპირ მითხრა, ეს უნდა უთხრა სახეში მსოფლიოს, იმიტომ, რომ თუ ეს არ გაგიკეთებია და თავს მაგარ კაცად მიიჩნევ, სულ მცირე გენდომებოდა, როგორც ადამიანს გეთქვა, გეყვირა, რომ ეს შენ არ გაგიკეთებია, იმიტომ, რომ მთელი შენი სახელმწიფო აგებს ამისთვის პასუხს. ამას არავინ არ დაივიწყებს. ისინი ფიქრობენ, რომ თუ გაანადგურებენ უკრაინას, არავის არ ემახსოვრება. მთელი ერის განადგურება შეუძლებელია. მეორე, მთელი მსოფლიოსთვის შენ უკვე ხელჩამოსართმევი არ ხარ, მთელი მსოფლიო ამას არ დაივიწყებს. ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც არის ვიდეო, აუდიო, წიგნები, იქნება მოგონებები“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ოკუპანტების დანაშაულის გამო პასუხი მხოლოდ პუტინმა და სამხედროებმა არ უნდა აგონ.

„მე ვფიქრობ, ყველა, ვინც იღებდა ამ გადაწყვეტილებას, გასცემდა ბრძანებებს, ასრულებდა, ყველა თანამონაწილეა. არიან ადამიანები მათ პოლიტიკაში, რომელმაც ხმა მისცა ჩვენი ამა თუ იმ ტერიტორიის ანექსიას. მივიჩნევ, რომ ყველა მათგანი დამნაშავეა. არ შეიძლება იმის თქმა, მე გავეცი მარიუპოლის აღების ბრძანებაო და შემდეგ თქვა, რომ დამნაშავე არ ხარ, რომ ქალაქის აღებისას ვიღაცას მოაჭრეს კიდურები და აწამეს ადამიანები. ამის უფლება არ გაქვს, იმიტომ, რომ იქ გაგზავნე ადამიანები, რომლებიც ვერ არიან. მე არ ვარ იმის მოწმე რა ბრძანება გაეცი, მაგრამ ეს ჯაჭვია და ყველაფერი დაკავშირებულია, იმიტომ, რომ ბრძანების გაცემიდან შესრულებამდე მანძილია და ამ მანძილზე ცხედრებია.

ამიტომ, პასუხი ყველამ უნდა აგოთ. მესმის, რომ პასუხს სხვადასხვანაირად აგებთ, იმიტომ რომ მოროდიორობა, მკვლელობა სხვადასხვაა, მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, თუ ჯერ კიდევ გვჯერა კანონის.

გამოძიება და პროკურატურა მუშაობენ. არის ბევრი აუდიოჩანაწერი, არის ჩაწერილი მათი საუბრები, მათ მშობლებთანაც კი. ისინი განიხილავდნენ მეგობრებთან, მშობლებთან, რომ მათ ვიღაც აიყვანეს ტყვედ. არის ვიდეოები, სადაც ასახულია მათი მოროდიორობა. არის მკვლელობის ჩანაწერები, გვყავს ადამიანები ტყვეობაში, რომლებმაც თქვეს სიმართლე, რომ ხოცავდნენ ადამიანებს, არიან მფრინავები ტყვეობაში, რომლებსაც თან სპეციალური ქაღალდები და რუკები ჰქონდათ, სადაც მონიშნულია პუნქტები, რომლებსაც ბომბავდნენ, ეს პუნქტები სამოქალაქოა და არა სამხედრო“,- განაცხადა ზელენსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"