მამა უკანასკნელ გზაზე მხოლოდ მისმა უკანონო შვილებმა გააცილეს - რა დეტალები გამომზეურდა სკანდალური პოლიტიკოსის დაკრძალვაზე? - კვირის პალიტრა

მამა უკანასკნელ გზაზე მხოლოდ მისმა უკანონო შვილებმა გააცილეს - რა დეტალები გამომზეურდა სკანდალური პოლიტიკოსის დაკრძალვაზე?

6 აპ­რილს რუსი პო­ლი­ტი­კო­სი, სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტა­ტი და ლი­ბე­რალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ვლა­დი­მირ ჟი­რი­ნოვ­სკი 75 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. პო­ლი­ტი­კოსს კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­ურ­თულ­და და ისე და­ი­ღუ­პა, რომ კო­მი­დან არ გა­მო­სუ­ლა. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია მი­ნი­მუმ სამ­ჯერ გავ­რცელ­და მე­დი­ა­ში და ყვე­ლა ჯერ­ზე ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნდა. სა­ბო­ლო­ოდ ჟი­რი­ნოვ­სკი ნამ­დვი­ლად მოკ­ვდა და 8 აპ­რილს მოს­კო­ვის მა­ცხოვ­რის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი გა­ცი­ლე­ბა მო­უ­წყეს. ჟი­რი­ნოვ­სკის­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნიც მი­ვი­და. დაკ­რძალ­ვას ეს­წრე­ბოდ­ნენ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სერ­გეი შო­ი­გუ, პო­ლი­ტი­კო­სი გე­ნა­დი ზი­უ­გა­ნო­ვი და გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი და კო­ლე­გე­ბი.

მაგ­რამ რო­გორც გა­ირ­კვა, ჭი­რი­სუფ­ლებს შო­რის არ იყ­ვნენ ჟი­რი­ნოვ­სკის ცოლი გა­ლი­ნა ლე­ბე­დე­ვა და მათი სა­ერ­თო ვაჟი იგორ ლე­ბე­დე­ვი. ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლი­ტი­კო­სი ბოლო წლებ­ში უფ­როს შვილ­თან ნა­ჩხუ­ბა­რი იყო, რის გა­მოც, ლე­ბე­დევ­მა სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­რო­ში ხე­ლახ­ლა არ­ჩე­ვა­ზეც კი თქვა უარი. ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ხმე­ბი, რომ ჟი­რი­ნოვ­სკის შვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ არის წა­სუ­ლი. ცე­რე­მო­ნი­ას და­ეს­წრნენ პო­ლი­ტი­კო­სის ორი უკა­ნო­ნო შვი­ლი: ოლე­გი და ანას­ტა­სია...

ჟი­რი­ნოვ­სკი რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი და სკან­და­ლუ­რი ფი­გუ­რა იყო. მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი ბევ­რის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და აბ­სურ­დუ­ლიც კი გახ­ლდათ. მა­გა­ლი­თად, ის მხარს უჭერ­და კა­ნონს პო­ლი­გა­მი­ის შე­სა­ხებ და ამ­ბობ­და, რომ ეს რუ­სეთ­ში დე­მოგ­რა­ფი­ის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად იყო სა­ჭი­რო. ჟი­რი­ნოვ­სკი ითხოვ­და ბორ­დე­ლე­ბის გახ­სნას ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, რათა მათ თა­ვი­ან­თი ენერ­გია მი­ტინ­გებ­ზე სი­ა­რუ­ლის ნაც­ვლად იქ და­ე­ხარ­ჯათ.

ცოლი, საყ­ვარ­ლე­ბი და უკა­ნო­ნო შვი­ლე­ბი გა­ლი­ნა ლე­ბე­დე­ვამ და ვლა­დი­მერ ჟი­რი­ნოვ­სკიმ ერ­თმა­ნე­თი 60-იანი წლე­ბის ბო­ლოს სტუ­დენ­ტო­ბი­სას გა­იც­ნეს. რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ კი 1971 წლის 6 იან­ვარს იქორ­წი­ნეს. იხილეთ სრულად