"ისევ აგრძელებს აქ ფულის შოვნას"- რუსეთში ვალერი მელაძის ქვეყნიდან გაძევებას და მისთვის ჯილდოების ჩამორთმევას ითხოვენ
მომღერალი ვალერი მელაძე სკანდალში ეხვევა, რუსები პუტინის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს და უკრაინაში დაწყებული ომის დაგმობას არ პატიობენ. ერთ თვეზე მეტია, რუსულ მედიაში ვრცელდება სტატიები, რომ მელაძის რეიტინგი მათ ქვეყანაში დაეცა, რომ ის ვერასოდეს ვეღარ გამოჩნდება რუსეთში ცისფერ ეკრანზე,
ხალხმა მის კონცერტებზე ბილეთები დააბრუნა, გაუუქმეს მომღერალს ხელშეკრულებები, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითი აღმოჩნდა. რუსული მედია წერს, რომ ვალერი მელაძე ისევ აგრძელებს "ფულის შოვნას რუსეთში" და ეს ფაქტი რუსების ნაწილს ძალიან აწუხებს.
რუსული მედია წერს, რომ რუს ხალხს სჯეროდა, "შერცხვენილი მელაძე" სასწრაფოდ დატოვებდა ქვეყანას, როგორც ბევრი მისი რუსი კოლეგა მოიქცა პუტინის გაკრიტიკების შემდეგ, მაგრამ ვალერი მელაძე დარჩა. უფრო მეტიც, ცნობილმა მომღერალმა სცენაზე გამოსვლა გააგრძელა. ის უკვე ორ კორპორატიულ წვეულებაზე გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ მელაძეს ერთ საღამოში 70 ათას ევროს უხდიან. ამის გარდა მას ემსახურება მერსედესი არამწეველი მძღოლით. ნომერში აქვს 12 წლის დაძველებით ვისკი და ყოველდღიური სახარჯო ფული ტურნეს განმავლობაში. იხილეთ სრულად