"მარიუპოლი 47 დღეა თავს იცავს, მდგომარეობა რთულია, მაგრამ უკრაინელი გმირები რუს ოკუპანტებს ყოველდღე ანადგურებენ - გავიმარჯვებთ, მაგრამ გვჭირდება მეტი იარაღი" - კვირის პალიტრა

"მარიუპოლი 47 დღეა თავს იცავს, მდგომარეობა რთულია, მაგრამ უკრაინელი გმირები რუს ოკუპანტებს ყოველდღე ანადგურებენ - გავიმარჯვებთ, მაგრამ გვჭირდება მეტი იარაღი"

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსი რეზნიკოვი მარიუპოლში არსებული მდგომარეობის შესახებ, ,,ტვიტერში" წერს და აცხადებს, რომ მდგომარეობა რთულია, მაგრამ უკრაინელი გმირები ოკუპანტებს ანადგურებენ.

რეზნიკოვის თქმით, უკრაინა გაიმარჯვებს, თუმცა მეტი იარაღია საჭირო.

,,მარიუპოლი, 47 დღეა, თავს იცავს. მდგომარეობა რთულია, მაგრამ უკრაინელი გმირები - საზღვაო ქვეითები, დაზვერვის ოფიცრები, პოლიციელები, სასაზღვრო დაცვა, ეროვნული გვარდია, აზოვი, ჩვენი მამაცი ხალხი, რუს ოკუპანტებს ყოველ დღე ანადგურებენ. ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ გვჭირდება მეტი იარაღი!" - წერს რეზნიკოვი.

მანამდე "აზოვის" მეთაური მოადგილემ განაცხადა, რომ მარიუპოლისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

ინტერპრესნიუსი