"ერთ დღესაც, გადაწყვიტა ტანსაცმლის ქვეშ კომპაქტური ფოტოაპარატი დაემალა და..." - რა ეცვათ და როგორ გამოიყურებოდნენ XIX საუკუნეში - კვირის პალიტრა

"ერთ დღესაც, გადაწყვიტა ტანსაცმლის ქვეშ კომპაქტური ფოტოაპარატი დაემალა და..." - რა ეცვათ და როგორ გამოიყურებოდნენ XIX საუკუნეში

დღევანდელი რეალობისგან განსხვავებით, ორიოდე საუკუნის წინ ცხოვრება სხვანაირი იყო. რა თქმა უნდა, საინტერესოა ჩაცმულობა, იმდროინდელი შენობები და ზოგადად, მაშინდელი მრავალფეროვნება.

XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე ნორვეგიელი მეცნიერი, კარლ ფრედერიკ სტორმერი ფოტოგრაფიით იყო გატაცებული, 1880-იან წლებში ჯერ კიდევ ოსლოს უნივერსიტეტში სწავლისას სხვადასხვა სახის ფოტოებს იღებდა, ერთ დღესაც, გადაწყვიტა ტანსაცმლის ქვეშ კომპაქტური ფოტოაპარატი დაემალა და ადამიანებისთვის ბუნებრივი ფოტოები გადაეღო, ალბომი მართლაც რომ დიდებული გამოვიდა.

მანამ, სანამ სურათების დათვალიერებაზე გადავალთ, ლოგიკური შეკითხვა გაჩნდება - რა საჭირო იყო ფოტოაპარატის დამალვა?

დღევანდელი რეალობისგან განსხვავებით, ადამიანები ფოტოებს მეტად „სიფრთხილით“ იღებდნენ, ბუნებრივობა თითქმის არ იყო, ამიტომაც სკანდინავიელმა მეცნიერმა გადაწყვიტა საკუთარი ფოტოალბომი, სახელწოდებით „მე და შენ“ შეექმნა. შედეგი მართლაც რომ საინტერესოა:

გიორგი ღვინიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)