"ამ რთულ დროს ჩვენ ერთად ვართ" - სტივენ სიგალის დაბადების დღის წვეულება მოსკოვში, ვლადიმირ სოლოვიოვსა და მარგარიტა სიმონიანთან ერთად - კვირის პალიტრა

"ამ რთულ დროს ჩვენ ერთად ვართ" - სტივენ სიგალის დაბადების დღის წვეულება მოსკოვში, ვლადიმირ სოლოვიოვსა და მარგარიტა სიმონიანთან ერთად

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ­მა, მსა­ხი­ობ­მა სტი­ვენ სი­გალ­მა 10 აპ­რილს, თა­ვი­სი 70-ე და­ბა­დე­ბის დღე მოს­კოვ­ში აღ­ნიშ­ნა. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა რეს­ტო­რან "მა­რი­ო­ში“ გა­ი­მარ­თა.

და­ბა­დე­ბის დღე­ზე სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტე­ბი, ვლა­დი­მირ სო­ლო­ვი­ო­ვი და მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი.

სო­ლო­ვი­ო­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბის წამ­ყვა­ნი იყო და ასე­ვე თარ­ჯიმ­ნის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებ­და. მი­სულ სტუმ­რებს სი­გალ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სტუმ­რო­ბის­თვის და და­ბა­დე­ბის დღის მი­ლოც­ვის­თვის.

"ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, რომ აქ ხართ - ჩემი ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი. მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა, ამ რთულ დროს ჩვენ ერ­თად ვართ“, - მი­მარ­თა სტი­ვენ სი­გალ­მა შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ცნო­ბის­თვის, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი პუ­ტი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი და მისი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მას რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც მის­ცა.

ambebi.ge