"თუ შიგნით ორნი არიან, შეიძლება ჭკუიდან შევიშალო"
ამერიკელ პოპ ვარსკვლავს, ბრიტნი სპირსს, უკვე 2 ვაჟი ჰყავს: 16 წლის შონი და 15 წლის ჯეიდენი მისი ყოფილი ქმრისგან, კევინ ფედერლაინისგან. სპირსი ამჟამად მოდელსა და მსახიობს, სემ ასგარის ხვდება.
40 წლის მომღერალმა სასიხარულო ინფორმაცია ფანებს "ინსტაგრამის" საშუალებით შეატყობინა, სადაც ვარდისფერი ყვავილების ფოტო ატვირთა წარწერით: "იმდენი ვიწვალე წონის დასაკლებად და ისევ მოვიმატე. ვიფიქრე: "ღმერთო, რა დაემართა ჩემს მუცელს?" რაზეც ქმარმა მიპასუხა: "საჭმლისგან ხარ ორსულად, სულელო.“ ორსულობის ტესტი გავიკეთე და ნამდვილად ბავშვს ველოდები.. ჩემი მუცელი სწრაფად იზრდება! თუ შიგნით ორნი არიან, შეიძლება ჭკუიდან შევიშალო.“ გააგრძელეთ კითხვა