"ეს იყო საუკუნის მკვლელობა, საუკეთესო ახალგაზრდა მოუკლეს ქვეყანას - ორივე მკვლელია, მათ მკვლელობა ერთობლივად დაგეგმეს, ჰყავთ დამკვეთები" - კვირის პალიტრა

"ეს იყო საუკუნის მკვლელობა, საუკეთესო ახალგაზრდა მოუკლეს ქვეყანას - ორივე მკვლელია, მათ მკვლელობა ერთობლივად დაგეგმეს, ჰყავთ დამკვეთები"

ორივე არის მკვლელი, მათ მკვლელობა ერთობლივად აქვთ დაგეგმილი, მათ ჰყავთ დამკვეთები, - ამის შესახებ მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ განაცხადა. ის მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულების - გიორგი კავილაძისა და აკო ჭელიძის ბოლო სასამართლო პროცესს ესწრება.

„სხვა მონაწილეების გვარები ფიგურირებს 9-ტომიან საქმეში, არავის გვარს არ ვასახელებ, ვასახელებ კავილაძეს და ჭელიძეს, რომლებიც კამერებმა დააფიქსირეს, ორივე არის მკვლელი, მათ ერთობლივად აქვთ დაგეგმილი, მათ ჰყავთ დამკვეთები, ეს წერია 9-ტომიან საქმეში, კონკრეტულად წერია ყველას სახელი და გვარი. არ ვიცი ვის რა ზომით მიუძღვის დანაშაული, საქმეში ფიგურირებენ სხვებიც. ეს იყო საუკუნის მკვლელობა, საუკეთესო ახალგაზრდა მოუკლეს ქვეყანას, რომელსაც ჰქონდა არაერთი სენსაციური პროექტი ქვეყნისთვის, მთელმა საქართველომ უნდა გააკეთოს ისე, რომ სასჯელი დადგეს როგორც ეკუთვნით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ასეთი მკვლელობები ჩვენ ქვეყანაში.

ეჭვიც არ მეპარება და მოლოდინი არის, რომ ჯგუფური დანაშაულისთვის გასამართლდებიან და მერე გადაკვალიფიცირდება შეკვეთილ მკვლელობაზე. ოჯახის წევრებს ეჭვი არავისზე არ გვაქვს, ნიკოს მტრები არ ჰყოლია, ოჯახს არ ჰყოლია მტერი, 5 შვილს ვზრდით, ვზრდით ნიკოსნაირ შვილებს და ეჭვი არავისზე არ გვაქვს",- განაცხადა ომაძემ.

IPN