კვირის ბოლოს უკრაინაში საქართველოდან დელეგაცია ჩავა - რომელი პოლიტიკოსები იქნებიან მის შემადგენლობაში - კვირის პალიტრა

კვირის ბოლოს უკრაინაში საქართველოდან დელეგაცია ჩავა - რომელი პოლიტიკოსები იქნებიან მის შემადგენლობაში

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­დან უკ­რა­ი­ნა­ში კვი­რის ბო­ლოს პო­ლი­ტი­კოს­თა დე­ლე­გა­ცია ჩავა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით. მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბი­ან რო­გორც ოპო­ზი­ცი­ის, ასე­ვე ხე­ლის­ფუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მე­დი­ის ცნო­ბით, სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ა­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან იქ­ნე­ბი­ან არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე, და­ვით სერ­გე­ენ­კო და ბექა ოდი­შა­რია.

ოპო­ზი­ცი­ი­დან დე­ლე­გა­ცი­ა­ში იქ­ნე­ბა ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი, გი­ორ­გი ვა­შა­ძე, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე და ასე­ვე ყვე­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ი­დან ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, დე­პუ­ტატი ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რებს რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ჰქონ­დათ შეხ­ვედ­რა და დღეს დღის ბო­ლომ­დე და­ზუს­ტდე­ბა დე­ტა­ლე­ბი, თუ ვინ იქ­ნე­ბა დე­ლე­გა­ცი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

"ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის პირ­ველ რიგ­ში, რად­გან უკ­რა­ი­ნას გვერ­დში უდ­გას მთე­ლი მსოფ­ლიო, სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა იყოს ამ დღის წეს­რი­გის მო­ნა­წი­ლე და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­დოს არა მარ­ტო ბუ­ჩა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას, არა­მედ ზო­გა­დად უკ­რა­ი­ნა­ში დღემ­დე დატ­რი­ა­ლე­ბულ უკ­რა­ი­ნას. ამ ყვე­ლა­ფერს წინ არ უძღო­და მარ­ტი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მარ­ტი­ვი არ იყო შე­თან­ხმე­ბა, მაგ­რამ კარ­გია, რომ შევ­თამ­ხმდით. ეს თუ იქ­ნე­ბო­და მარ­ტო ოპო­ზი­ცი­ის დე­ლე­გა­ცია, მე ვიქ­ნე­ბო­დი ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­გორც ოპო­ზი­ცი­ის კვო­ტით არ­ჩე­უ­ლი ვიცე-სპი­კე­რი, მაგ­რამ თუ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ იქ­ნე­ბა და­ვით სერ­გე­ენ­კო, მე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვუთ­მობ მას, რომ ის იყოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ის ჩემ­ზე უფ­რო­სიც არის, გა­მოც­დი­ლიც და მე არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ მაქვს,"- გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.