"რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ სტაბილურად და ეფექტურად მუშაობს" - რას აცხადებს ვალიდემერ პუტინი? - კვირის პალიტრა

"რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ სტაბილურად და ეფექტურად მუშაობს" - რას აცხადებს ვალიდემერ პუტინი?

ბლიცკრიგი, რომლის იმედიც ჰქონდათ ჩვენს არაკეთილისმსურველებს, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებდნენ, არ შედგა,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში სანქციების გავლენის რისკი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკაზე შესაძლოა, გაიზარდოს.

"რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ სტაბილურად და ეფექტურად მუშაობს. დოლარის კურსი პარამეტრებს დაუბრუნდა, რომელიც იყო სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე. თუმცა, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში რისკი შეიძლება, გაიზარდოს. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის მოწინააღმდეგეები მომავალშიც აპირებენ თავისი საქმიანობის დამძიმებას, მაგრამ მეორე მხრივ, ჯანსაღმა აზრმაც უნდა დასვას აქცენტები“,- განაცხადა პუტინმა.

"ინტერპრესნიუსი"