პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონი მიიღო - ვის შეეხება ამნისტია? - კვირის პალიტრა

პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონი მიიღო - ვის შეეხება ამნისტია?

პირები, რომელთაც სისხლის სამართლის დანაშაული 2004 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) თავისუფლდებიან.

ამას პარლამენტის მიერ მიღებული “ამნისტიის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, რომელიც მესამე მოსმენით 87- ხმით, 1 - წინააღმდეგი დაამტკიცეს.

ამნისტია იმ პირთა მიმართაც გავრცელდება, რომლებმაც დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინეს.

ამნისტირებული პირები ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლებიან.

ამასთან, ამნისტია არ ვრცელდება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე, 109-ე, 137-ე - 141-ე, 142-144/3, 164-ე, 179-ე, 183-ე, 223-ე - 224-ე, 236-ე - 239-ე, 253-ე - 255/2, 280-ე, 353-ე, 378-ე - 379-ე, 404-ე - 413-ე მუხლებით, აგრეთვე XXXVII და XXXVIII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.

გარდა ამისა, ამნისტია არ ვრცელდება “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ ის ჩადენილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის − “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის N339 დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ.

"ინტერპრესნიუსი"