"ფრიად უსიამოვნო დიალოგს შევესწარი...ორმა ძალიან "სვეცკმა" მანდილოსანმა როგორც კი გატრიალდა ხმამაღლა დასცინა" - რას წერს ლუკა ნაჭყებია? - კვირის პალიტრა

"ფრიად უსიამოვნო დიალოგს შევესწარი...ორმა ძალიან "სვეცკმა" მანდილოსანმა როგორც კი გატრიალდა ხმამაღლა დასცინა" - რას წერს ლუკა ნაჭყებია?

შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, როგორ დასცინეს მიმტანს ერთ-ერთ დაწესებულებაში მეგრული კილოს გამო და ამ ფაქტს ეხმაურება:

"დღეს დილას, ფრიად უსიამოვნო დიალოგს შევესწარი ერთ ჩემს საყვარელ დაწესებულებაში. მიმტანს კილო აქვს ოდნავ მეგრული აქცენტით.მოემსახურა მაგიდას და ორმა ძალიან "სვეცკმა" მანდილოსანმა როგორც კი გატრიალდა ფრიად ხმამაღლა დასცინა კილოზე და სოფლელობაზე. იმათ კი საყვედური მიიღეს, მაგრამ იმ მიმტან ბიჭს სახეზე დაეტყო ემოციური დაცემა.ხოდა, აქვე ხაზს გავუსვამ, კილო, აქცენტი და რეგიონალური ვარიაციები არ განსაზღცრაცს სოფლელობას, თქვე კაი ხალხო.სოფლელობაა მანქანით გაზაობა, შშმ პარკინგზე გაჩერება, რიგის არ დაცვა და კიდე ბევრი სხვა რამ...თბილისი ერთი ქალაქია, უმეტესობა საქართველო რეგიონია. არ გვაქს თბილისს ავტორიტეტი იმაზე, თუ რა ტიპის მეტყველებაა სტანდარტი.ყველას, მათ შორის მეც, გვახასიათებს ხანდახან კილოში გადასვლა, ეს ხიბლია და სილამაზეა ქართული ენის. (ჩემი მეგრულის არ ცოდნა, ცოტა, ქვეყნის ღალატი მგონია)ხოდა, წიგნს გონებაში რა აქცენტით წაიკითხავ მნიშვნელობა არ აქვს...და კილო რომ არ მოგწონს ვიღაცის, იგივეა იმ რეგიონის თავისებურებები და კულტურა არ მოგწონდეს, შემდეგზე ხარჩოს რომ გადაირტყამ, მაგრამ აქცენტი არ მოგწონს მაგ რეგიონის, გახსოვდეს, რომ ერთმანეთის გარეშე ეგ ორი რამ ფრიად ღარიბი იქნება:, - წერს ლუკა ნაჭყებია.