ვალერი მელაძის შვილი ერთი წლის გადა - რას წერს მომღერალი "ინსტაგრამზე"? - კვირის პალიტრა

ვალერი მელაძის შვილი ერთი წლის გადა - რას წერს მომღერალი "ინსტაგრამზე"?

ვალერი მელაძე მეექვსე შვილის მამა გასულ წელს გახდა. ეს შესანიშნავი ამბავი მომღერალმა საზოგადოებას თავად აუწყა. 13 აპრილს ის მანსანკანის მერვედფინალის გადაღებებში ჟიურის რანგში მონაწილეობდა. სწორედ იქ ახარა ყველას ოჯახში პატარა წევრის შემომატება. ვალერი მელაძესა და ალბინა ჯანაბაევას ქალშვილი შეეძინათ. დღეს აგატა 1 წლის გახდა.

"დღეს ჩვენი ქალიშვილი აგატუშკა ერთი წლის გახდა.

ეს წელი იყო ჩვენთვის უძილო ღამეების და მღელვარების წელი, უსაზღვრო ბედნიერების წელი!!!

ჩვენთვის ეს ჩვენი ამაო ცხოვრების კიდევ ერთი წელია, ბავშვისთვის კი მთელი ცხოვრებაა!!!"- წერს მელაძე "ინსტაგრამზე".

ინფორმაციისთვის, ვალერის მელაძესა და ალბინა ჯანაბაევას აგატას გარდა ორი საერთო შვილი ჰყავთ: 17 წლის კონსტანტინე და 7 წლის ლუკა. მელაძეს პირველი ქორწინებიდან კიდევ 3 ქალიშვილი ჰყავს: 30 წლის ირინა და 18 წლის ტყუპი სოფია და ირინა.