ქალი, რომელსაც თბილისში, ვარკეთილში, ხე დაეცა, კლინიკაში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ქალი, რომელსაც თბილისში, ვარკეთილში, ხე დაეცა, კლინიკაში გარდაიცვალა

ქალი, რომელსაც თბილისში, ვარკეთილში, ხე დაეცა, კლინიკაში გარდაიცვალა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ოპტიმალ მედის“ გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე ლორიამ განუცხადა, ქალს ყველა შესაბამისი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მისი განმარტებით, სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაშავებული 40 წლის ქალი კლინიკა „ოპტიმალ მედიში“ 14:13 საათზე შეიყვანეს, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. მიღებული ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და პაციენტი 16:30 საათზე გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ვარკეთილში, ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულებიდან ერთი ბოკერიას კლინიკაში, მეორე კი, „ოპტიმალ მედიში“ გადაიყვანეს.