"გმირ-ცუგას რუსული ნაღმების აღმოჩენა დაავალეს" - ძაღლი, რომელიც გამნაღმველებს ეხმარება მსოფლიომ გაიცნო - კვირის პალიტრა

"გმირ-ცუგას რუსული ნაღმების აღმოჩენა დაავალეს" - ძაღლი, რომელიც გამნაღმველებს ეხმარება მსოფლიომ გაიცნო

ორი წლის ჯეკ რასელ ტერიერი "პატრონი" სოციალურ მედიაში, ალბათ, ყველაზე პოპულარული ძაღლია. ფართო საზოგადოებამ ის მას შემდეგ გაიცნო, რაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთი შეიჭრა. ძაღლი ჩერნიგოველი მაშველების ნამდვილი მეგობარია.

"პატრონი" ომის დაწყებიდან ჩერნიგოველ მაშველებს 150-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენაში დაეხმარა და ასობით ადამიანი სიკვდილისგან იხსნა.

„გაიცანით, ეს "პატრონია" და ის ორი წლისაა. ის ჩვენი, ჩერნიგოველი გამნაღმველების სული და თილისმაა. "პატრონი" მათ ყველგან და ყოველთვის თან დაჰყვება. სხვათა შორის, ყველი უყვარს და ჩვენი გამნაღმველები მას გემრიელი ყველითაც ანებივრებენ“, - ვკითხულობთ უკრაინის სახელმწიფო უწყების ტელეგრამ არხზე.

cugo2-1649835743.jpg

„გმადლობ, მეგობარო, დაუღალავი შრომისთვის“, - წერენ მაშველები.

საზოგადოება აღაფრთოვანა ვიდეომ, სადაც ძაღლმა, რომელიც ძალიან კარგადაა გაწვრთნილი, რუსული ნაღმი აღმოაჩინა.

პატარა ჯავშანჟილეტში გამოწყობილი "პატრონი" უკვე დახელოვნებულია და ნაღმის პოვნისას ხმამაღალი ყეფით უხმობს გამნაღმველებს.

cugo-1649835743.jpg

გამნაღმველ პატრონზე უამრავი სტატია თუ სიუჟეტი მომზადდა. ის ბრიტანული გამოცემა Daily Star-ის ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. როგორც გამოცემა წერს, „გმირ-ცუგას რუსული ნაღმების აღმოჩენა დაავალეს“.