"კიდევ მინდა მასე, დეე, გთხოვ…" - რას წერს შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიისას მძიმედ დაშავებული 8 წლის ბიჭის დედა? - კვირის პალიტრა

"კიდევ მინდა მასე, დეე, გთხოვ…" - რას წერს შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიისას მძიმედ დაშავებული 8 წლის ბიჭის დედა?

31 მარტს, თბი­ლის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე, ავა­რი­ის დროს 8 წლის დათი ქო­ქაშ­ვი­ლი უმ­ძი­მე­სად და­შავ­და. ბავ­შვი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბით იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში იბ­რძო­და სი­ცო­ცხლის­თვის, შემ­დეგ კი ოჯახ­მა ის­რა­ელ­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ჭის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა. ორი დღის წინ მას ერთი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და კლი­ნი­კა­ში...

და­თის დედა ქრის­ტი­ნე მა­მუ­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"თით­ქმის ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას დე­და­ე­ნის ბაღ­ში ვგო­რა­ობ­დით ხოლ­მე მე და ჩემი ბიჭი. თა­ვი­სი ტკბი­ლი ხმით მე­ტი­კტი­კე­ბო­და, მუ­სი­კებს ვუს­მენ­დით და სკე­იტ­ბორ­დით ვკა­ტა­ობ­დით. ნუ ვცდი­ლობ­დით მა­ინც... მერე რამე გემ­რი­ე­ლო­ბას გა­მო­ვი­ძა­ხებ­დით და იქვე ბა­ლახ­ზე მი­ვირ­თმევ­დით… კიდე მინ­და მასე, დეე. გთხოვ…"

დათი ახლა გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვის და წინ მკურ­ნა­ლო­ბის გრძე­ლი გზა აქვს გა­სავ­ლე­ლი. ოჯახს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა და ვი­საც სურ­ვი­ლი გაქვთ თქვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ და­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­სა და სრულ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ში, ამ დროს თი­თო­ე­უ­ლი ლა­რიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია!

გა­ვერ­თი­ან­დეთ და­თის­თვის!

მიმ­ღე­ბი: ქრის­ტი­ნე მა­მუ­კაშ­ვი­ლი, დედა

TBC: #GE05TB7962745064300024

BOG: #GE90BG0000000101545483