შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბავშვს ისრაელში ორი ოპერაცია ჩაუტარდა - კვირის პალიტრა

შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბავშვს ისრაელში ორი ოპერაცია ჩაუტარდა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგ-რეანიმაციის დეპარტამენტის უფროსმა, მაკა თევზაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ბავშვს ისრაელში ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, 8 წლის ბავშვს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის ისრაელში გადაიყვანეს.