"მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა დროებით და გაუმართავ ამწეს ემსხვერპლა!" - რას ამბობენ მეგობრები ახალგაზრდაზე, რომელიც თბილისში, ერთ-ერთი მშენებლობაზე დაიღუპა? - კვირის პალიტრა

"მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა დროებით და გაუმართავ ამწეს ემსხვერპლა!" - რას ამბობენ მეგობრები ახალგაზრდაზე, რომელიც თბილისში, ერთ-ერთი მშენებლობაზე დაიღუპა?

თბი­ლის­ში, მშე­ნებ­ლო­ბი­დან მუშა გად­მო­ვარ­და და და­ი­ღუ­პა. შემ­თხვე­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. შსს-მ უკვე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა.. შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის ცნო­ბით, საქ­მეს მათი ინ­სპექ­ტო­რე­ბიც სწავ­ლო­ბენ. რო­გორც გა­ირ­კვა, გარ­დაც­ვლი­ლი მუშა, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვი­სი ჯაბა ქა­მა­და­ძეა. მისი მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჯა­ბას შე­სა­ხებ წე­რენ.

ნიკა ნარ­სია:

"ყვე­ლა სა­ბუ­თი მზად ჰქონ­და, მალე გერ­მა­ნი­ა­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო ისევ სა­მუ­შა­ოდ, რად­გან აქ არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი ბო­ლომ­დე თავ­გან­წირ­ვი­სა. ვი­ღაც გა­რე­წარ­მა გა­ქურ­და ჯა­ბას ნა­ქი­რა­ვე­ბი ბინა თბი­ლის­ში და ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად წა­ი­ღო ის გამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ბუ­თე­ბიც - ამი­ტომ გა­ე­წე­ლა დრო წას­ვლის და ყვე­ლა სა­ბუ­თი ხე­ლახ­ლა გა­სა­კე­თე­ბე­ლი გა­უხ­და, აქ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა დრო­ე­ბით და გა­უ­მარ­თავ ამ­წეს ემსხვერ­პლა!.. მარ­თლა სა­პა­ტიო - პატ­რი­ო­ტო ქარ­თვე­ლო, გკოც­ნი და მიყ­ვარ­ხარ - მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე და ბო­დი­ში რომ ასეთ უსა­მარ­თლო ქვე­ყა­ნა­ში ვართ!.."

ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლია:

"რო­გორ ვი­ფიქ­რებ­დი რომ შენ­ზე წარ­სულ­ში მო­მი­წევ­და ლა­პა­რა­კი, შე მა­გა­რო ბიჭო. არა­ვინ მახ­სენ­დე­ბა გულ­წრფე­ლო­ბის ამ ხა­რის­ხის მა­ტა­რე­ბე­ლი. თან მისი გულ­წრფე­ლო­ბა ხომ მუ­დამ სამ­შობ­ლოს­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. არ დარ­ჩე­ნი­ლა კუ­თხე და კუნ­ჭუ­ლი, სა­დაც არ ებ­რძო­და რუ­სეთს და პრო­რუ­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ნუთუ ბო­რო­ტე­ბა და ცოდ­ვის ტრი­ა­ლი არ იყო საკ­მა­რი­სი დე­და­მი­წა­ზე, ასეთ მოწ­მენ­დილ ცაზე რომ არ გა­ვარ­დნი­ლი­ყო ეს უბე­დუ­რე­ბის ქუ­ხი­ლი. მარ­თლაც გა­საკ­ვი­რია, მაგ­რამ არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა რომ ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი ამა თუ იმ სა­კი­თხზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე მე­გო­ბა­რო. ძა­ლი­ან მალე მო­ვალთ შენს საფ­ლავ­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბას მო­გი­ლო­ცავთ". (წყარო)