"დეპუტატად მეორედ აღარ აირჩიეს. ხუმრობდნენ: ციხეში პატიმარი აღარ დაგვიტოვაო!" - კვირის პალიტრა

"დეპუტატად მეორედ აღარ აირჩიეს. ხუმრობდნენ: ციხეში პატიმარი აღარ დაგვიტოვაო!"

ტელეწამყვანი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე სოციალურ ქსელში მედა ჯაფარიძის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"მედეა ჯაფარიძეს არ ჰქონდა საზღვრები.

ერთი პერიოდი უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. სხვაზე ზრუნვაში დაავიწყდა ოჯახი, თეატრიც კი - საამისოდ დრო აღარ რჩებოდა, რადგან უნდა ეშოვა საბარგო მანქანები, ხე-ტყე, ცემენტი, კოპტონი (საქონლის საკვები ჩენჩო) კოლმეურნეობისთვის, თუმცა არც იცოდა, რა იყო ეს კოპტონი.

medea-jafaridze-1644090273.jpg

წლების განმავლობაში მედეა ჯაფარიძის შუამდგომლობით 126 ადამიანი გადაურჩა ციხესა და დახვრეტას. ვინ დაუდგებოდა წინ მის კეთილ ნებას?! ალბათ, უფრო იმიტომ, რომ მედეა ჯაფარიძისგან ასხივებდა ისეთი რაღაც, რასაც სხვაში ვერ იპოვიდი და ეს "რაღაც" მისი პიროვნების მარკერი იყო!

დეპუტატად მეორედ აღარ აირჩიეს. ხუმრობდნენ: ციხეში პატიმარი აღარ დაგვიტოვაო! მხოლოდ მას შეეძლო ეთხოვა გენერალური პროკურორისთვის პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ებრძოლა და მოეთხოვა ყველაფერი, რაც კი სხვას სჭირდებოდა...".

nika-wulukidze-1649856502.jpg