"კრემლში მედვედჩუკის ბედს თვალყურს ვადევნებთ და..." - კვირის პალიტრა

"კრემლში მედვედჩუკის ბედს თვალყურს ვადევნებთ და..."

კრემლი თვალყურს ადევნებს უკრაინული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ხელმძღვანელის ვიქტორ მედვედჩუკის ბედს და ევროპელ პოლიტიკოსებსაც ამისკენ მოვუწოდებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ უდავოდ მივადევნებთ თვალს ვიქტორ მედვედჩუკის ბედს, რომლისკენაც, სხვათა შორის, ასევე ევროპელ პოლიტიკოსებსაც მოვუწოდებთ, პოლიტიკოსებს, რომლებიც ზრუნავენ სიტყვის თავისუფლებაზე, რომლებიც საუბრობენ პოლიტიკური მიზეზების გამო ადამიანის დევნის შეუძლებლობაზე. აქ მიზანშეწონილია ველოდოთ, რომ ისინი შეაჩერებენ კიევის რეჟიმის წარმომადგენლებს ადამიანის პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნისგან“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

უკრაინაში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი, ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ გაიქცა. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია კი გუშინ გავრცელდა.

"ინტერპრესნიუსი"