პოლონეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ლიდერები უკრაინაში ჩავიდნენ, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ - კვირის პალიტრა

პოლონეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ლიდერები უკრაინაში ჩავიდნენ, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ

"ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან ერთად გამოვხატეთ სრული მხარდაჭერა უკრაინისადმი, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საკუთარ "ტვიტერ" გვერდზე დაწერა.

"ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან ერთად გამოვხატეთ სრული მხარდაჭერა უკრაინისადმი. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირში უკრაინის წევრობის ადვოკატირებას და ამ გმირული ერს ომის საშინელებების დაძლევაში დახმარებას.

ერთიანობა ჩვენი ძალაა. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მის გამარჯვებამდე“, - წერს გიტანას ნაუსედა.

დღეს პოლონეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ლიდერები უკრაინაში ჩავიდნენ, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"