რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინულ "გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს",თავდასხმით დაემუქრა - რა ინფორმაციას ავრცელებს CNN ? - კვირის პალიტრა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინულ "გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს",თავდასხმით დაემუქრა - რა ინფორმაციას ავრცელებს CNN ?

რუსეთის ტერიტორიაზე "დივერსიისა და ავიაიერიშების მცდელობის" საპასუხოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინულ "გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს", მათ შორის კიევში, თავდასხმით დაემუქრა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"ჩვენ ვხედავთ უკრაინელი სამხედროების მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე საბოტაჟის მცდელობებსა და ავიაიერიშებს“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

"თუ ასეთი შემთხვევები გაგრძელდება, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დარტყმას განახორციელებენ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე, მათ შორის კიევში, რომელზეც რუსული არმია მანამდე თავს იკავებდა“, - აღნიშნა რუსეთის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, ამ თვის დასაწყისში ოფიციალურმა მოსკოვმა კიევი რუსეთის ტერიტორიაზე საწვავის საცავზე ვერტმფრენით თავდასხმაში დაადანაშაულა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნულ თავდასხმას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

"ინტერპრესნიუსი"