"მო­ვი­დეს ცოტა აზ­რზე... შეც­ვა­ლოს რა­ღაც" - რას ჰყვება ბიძინა ივანიშვილზე მამუკა ჩარკვიანი - კვირის პალიტრა

"მო­ვი­დეს ცოტა აზ­რზე... შეც­ვა­ლოს რა­ღაც" - რას ჰყვება ბიძინა ივანიშვილზე მამუკა ჩარკვიანი

მომ­ღე­რა­ლი მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნი იხ­სე­ნებს, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ მისი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­ა­ფი­ნან­სა და ამის­თვის ექ­სპრე­მი­ერს მად­ლო­ბას უხ­დის.

რო­გორც ის ამ­ბობს, ეს იმ დროს მოხ­და, როცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ახა­ლი მო­სუ­ლი იყო. ჩარ­კვი­ა­ნის თქმით, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ივა­ნიშ­ვილს მა­მამ, ჯან­სულ ჩარ­კვი­ან­მა და­უ­რე­კა და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა.

"ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ გად­მო­მი­რი­ცხა სა­ო­პე­რა­ციო ფული, რო­დე­საც ჩავფრინ­დი მე­ო­რე დღეს­ვე გა­მი­კე­თეს ოპე­რა­ცია. ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ. მა­შინ მამამ და­უ­რე­კა ბი­ძი­ნას, ყურ­მი­ლი სხვამ აიღო.

მა­მას მან უთხრა, რომ ბა­ტონ ბი­ძი­ნას გა­დავ­ცემ, რომ და­რე­კე­თო, და­გი­რე­კავთ თა­ვად ან ცოტა ხან­ში და­რე­კე­თო. მა­მამ უთხრა, ცოტა ხან­ში მა­მუ­კა აღარ იქ­ნე­ბაო. ამის შემ­დეგ გვკი­თხეს, რამ­დე­ნი გნე­ბავ­თო და გად­მო­რი­ცხეს მა­შინ­ვე.

ეს ხდე­ბო­და 2012 წლის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად პრე­მი­ე­რი რომ იყო. მე მად­ლი­ე­რი ვარ, უმა­დუ­რი არ უნდა იყო კაცი. მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე მას. იმის­თვის კი არ გა­და­მიხ­დია მად­ლო­ბა, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იქ იჯ­დეს, გა­და­ვუ­ხა­დე იმის­თვის, რომ სიკ­ვდი­ლის­გან მიხ­სნა. მო­ვი­დეს ცოტა აზ­რზე თვი­თონ... შეც­ვა­ლოს რა­ღაც" - ამ­ბობს მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნი "ჯორ­ჯი­ან თა­იმ­სის" ეთერ­ში.

(წყარო)