პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიხეილ ყაველაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის შელაპარაკება მოხდა - კვირის პალიტრა

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიხეილ ყაველაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის შელაპარაკება მოხდა

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, ტექნიკური შესვენების დროს, დეპუტატებს მიხეილ ყაველაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის შელაპარაკება მოხდა.

“ქართული ოცნების“ წევრი ყაველაშვილი დაინტერესდა, რატომ არ მიდიოდა “ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად. ყაველაშვილმა დეკანოიძეს უკრაინული ტელეახისთვის მიცემული ინტერვიუც გაახსენა, სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.

დეკანოიძემ ყაველაშვილს მიმართა, მასთან საუბრისას ტონი შეერჩია.