"რუსეთის ბრიანსკის ოლქი ცეცხლის ქვეშაა. მას უკრაინული ძალები დაესხნენ თავს" - რა ინფორმაციას ავრცელებს რეგიონის გუბერნატორი - კვირის პალიტრა

"რუსეთის ბრიანსკის ოლქი ცეცხლის ქვეშაა. მას უკრაინული ძალები დაესხნენ თავს" - რა ინფორმაციას ავრცელებს რეგიონის გუბერნატორი

რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლურ ფე­დე­რა­ლურ მხა­რე­ში მდე­ბა­რე ბრი­ანსკის ოლქი ცე­ცხლის ქვე­შაა. მას უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბი და­ესხნენ თავს, - ამის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ალექ­სან­დრ ბო­გა­მა­ზი იუ­წყე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას და­სავ­ლუ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს.

ბო­გო­მა­ზის თქმით­ვე, სა­ცხოვ­რე­ბელ შე­ნო­ბებს უკ­რა­ი­ნულ­მა ჯა­რებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. მა­ნამ­დე ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ოლ­ქში სა­სა­ზღვრო პუნ­ქტი და­ბომ­ბეს, რა­მაც მან­ქა­ნე­ბი და­ა­ზი­ა­ნა. სხვა და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია.

მე­დი­ის ცნო­ბით, რუ­სე­თის ბრი­ანსკის ოლქი უკ­რა­ი­ნას ჩრდი­ლო­ე­თით ესა­ზღვრე­ბა და ჩერ­ნი­გოვ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს.

„დღეს სო­ფელ კლი­მო­ვოს უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. და­ბომბვის შე­დე­გად და­ზი­ან­და ორი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი და და­ნა­კარ­გია მო­სახ­ლე­ო­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ალექ­სან­დრე ბო­გო­მაზ­მა „ტე­ლეგ­რა­მის“ სა­კუ­თარ არხზე.