"პუტინს არასდროს უთქვამს უარი ზელენსკისთან შეხვედრაზე, მაგრამ ამისათვის უნდა მომზადდეს შესაბამისი პირობები, კერძოდ, დოკუმენტის ტექსტი" - კვირის პალიტრა

"პუტინს არასდროს უთქვამს უარი ზელენსკისთან შეხვედრაზე, მაგრამ ამისათვის უნდა მომზადდეს შესაბამისი პირობები, კერძოდ, დოკუმენტის ტექსტი"

ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„პრეზიდენტს არასოდეს უთქვამს უარი მსგავს შეხვედრაზე, მაგრამ ამისათვის უნდა მომზადდეს შესაბამისი პირობები, კერძოდ, დოკუმენტის ტექსტი“, - განაცხადა პესკოვმა.

ინტერპრესნიუსი